nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

პომპიდუს ცენტრი – 70-იან წლებში ნათქვამი ახალი არქიტექტურული სიტყვა

1969 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟორჟ პომპიდუმ გამოთქვა სურვილი, პარიზში აშენებულიყო კულტურული ცენტრი, რომელიც ბევრ მნახველს მოიზიდავდა. ფრანგი ხალხის გასაკვირად, პრეზიდენტმა კონკურსის მეშვეობით იმ დროისთვის ორი უცნობი არქიტექტორი რენცო პიანო და რიჩარდ როჯერსი შეარჩია.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რა უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს სამზარეულოს პროექტირებისას ?

სამზარეულო და საკვები სივრცე სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სასტუმროს პროექტირებისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოეწყობა სამზარეულო და რა იქნება კვების კონცეფცია.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რა არის აპარტოტელი და რატომ ირჩევენ მას დეველოპერები?

აპარტოტელი სასტუმროს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც სრულად კეთილმოწყობილ და აღჭურვილ აპარტამენტებს აერთიანებს. ისინი ხშირად საცხოვრებლად გამოიყენება და გრძელვადიანი ვადით გაქირავებისთვისაა განკუთვნილი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ინოვაციური ფასადის მქონე შენობა იაპონიაში – Toyo Ito & Associates-ის ნამუშევარი

2004 წელს იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ უბნად განთქმულ ომოტესანდოში Toyo Ito & Associates-მა ფეხსაცმლისა და ჩანთების იტალიური ბრენდისთვის Tod’s ყველასთვის აღმაფრთოვანებელი შენობა ააგო.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

პროექტირების გამოწვევები ისტორიულ უბნებში

#საპროექტორეგულაციების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბე იმ სირთულეების შესახებ, რაც არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას სდევს თან.

ეს სირთულეები კი, ძირითადად, მოიცავს: კოეფიციენტების შეზღუდვას, დაშენების/მიშენების საფრთხეებს, შენობის ადაპტირებასა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

როგორ უნდა განვითარდეს სასტუმროს პროექტი? 

ხშრად სასტუმროს დეველოპერები პროექტის გააზრებას მხოლოდ არქიტექტორთან ერთად იწყებენ, რამაც პროექტი, შესაძლოა, არასწორი გზით განავითაროს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

დეველოპერს სურს, ააშენოს ბრენდირებული ან არაბრენდირებული სასტუმრო. მას დაახლოებით წარმოუდგენია შენობის მოცულობა, ნომრების რაოდენობა, მისი ფუნქციური მახასიათებლები და ა.შ. შესაძლოა, დეველოპერს გამოცდილი არქიტექტორი უწევდეს კონსულტაციას, რომელმაც დამკვეთის მოთხოვნებიდან და პროექტის ლოკაციიდან გამომდინარე, დეველოპერს, შეიძლება, კონკრეტული ბრენდიც კი ურჩიოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ პროექტის შემსრულებლის გამოცდილება არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, დეველოპერს აუცილებლად სჭირდება სასტუმროების ე.წ. მართვის კომპანია, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის დამკვეთის სურვილებს და შესაბამისად შეაფასებს პროექტის პოტენციალს.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

Scoonchip – მცურავი სახლებისგან შექმნილი მინი ქალაქი

დაახლოებით 12 წლის წინ არქიტექტურულმა კომპანია Space&Matter-მა ამსტერდამში, იოჰან ვან ჰასელტის არხზე პატარა ქალაქი ააგო. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ფრონტმუმ მარჯან დე ბლოკის ოცნება აასრულა, რომელსაც სურდა, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელ სახლში ეცხოვრა და გარშემო საყვარელი ადამიანები ჰყოლოდა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

როგორია ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპულ ბაზარზე ბრენდირებული სასტუმროების პოპულარობა მკვეთრად იზრდება. დღესდღეობით ფრენჩაიზებს ევროპული ბაზრის სასტუმროების 40% აქვთ ათვისებული მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-15%-ს შეადგენდა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რა ეტაპებს მოიცავს პროექტის ბრენდთან შეთანხმება ?

სასტუმროების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბეთ ფრენჩაიზინგის თანამშრომლობის სპეციფიკისა და ქვე-ბრენდების კლასიფიკაციის შესახებ.

ზოგადად, ფრენჩაიზთან ურთიერთობა სხვადასხვანაირ შეთანხმებას მოიცავს და მათგან ერთ-ერთი ტიპი პროექტირების განვითარების ეტაპების შეთანხმებაა. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა და, თავის მხრივ, შესრულებული სამუშაოს პროცენტულობასაც ასახავს. მაგალითად, ხშირია ოთხფაზიანი შეთანხმება, რომელიც 0%-25%-50%-100%-იან ეტაპებს მოიცავს.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სირთულეები

კომერციული მიზნებისთვის დეველოპერები ხშირად უკვე არსებულ შენობაში ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას. არსებულის შენარჩუნება, ერთი შეხედვით, მართლაც უკეთესად ჟღერს, ვიდრე დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ეს არის ცუდი არჩევანი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ალვარო სიზა ვიეირა

ჩვენი ახალი რუბრიკის, „20 რჩეული პროექტის“ ფარგლებში გიამბობთ ალვარო სიზა ვიეირას მიერ შექმნილ პავილიონზე პორტუგალიაში, რომელსაც დღეს ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად მოიხსენიებენ. იგი 1998 წელს „ლისაბონის მსოფლიო ექსპოზიციისთვის“ აშენდა და დროთა განმავლობაში მართლაც მოირგო ფესტივალის ცენტრისა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული პავილიონის როლი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

როგორი კლასიფიკაციით იყოფიან სასტუმროების ფრენჩიზები და მათი ბრენდები?

დღესდღეობით, სასტუროს დეველოპერებისთვის ფრენჩაიზინგის მოდელი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან თანამშრომლობის ამ ფორმით დეველოპერი და ფლაგმანი ბრენდის მიმწოდებელი ფრენჩაიზ კომპანიაც დიდ სარგებელს იღებს.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ENSAMBLE STUDIO

Ensamble Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი არქიტექტურას ახასიათებს, როგორც უპირველეს მოთხოვნილებას, რომელიც მატერიალიზებს კულტურასა და დროს. იგი გამოხატავს ადამიანის სულს და სურვილებს, რომელიც აერთიანებს ამ ყველაფერს სივრცულ მდგომარეობაში. Antón García-Abril-ისათვის არქიტექტურა ერთგვარი პოეტური და უპირობო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს ადამიანის ცნობიერებასა და გარემოზე.

Hemeroscopium House- სახელწოდების კონცეპტუალური შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად განვმარტოთ: ბერძენისთვის ჰემეროსკოპიუმი არის ადგილი, სადაც მზე ჩადის. მინიშნება ადგილის შესახებ, რომელიც არსებობს მხოლოდ ჩვენს გონებაში, მაგრამ მაინც თითქოს რეალურია.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

პარკინგის რეგულაციები პროექტირებისას

დღესდღეობით მოძრაობის მთავარ საშუალებად ავტომობილი მოიაზრება, სწორედ ამიტომ, მოწესრიგებული მოძრაობისა და მძღოლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა ტიპის საცხოვრებელი შენობა და, საჭიროებისამებრ, კომერციული ფართი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ავტოსადგომების ტიპები თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად მრავალფეროვანია, თუმცა, პარკინგის სივრცის მოწყობის რეგულაციები – განსხვავებული.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რიჩარდ როჯერსი

დღეს, ჩვენი ახალი რუბრიკის “20 რჩეული პროექტი”-ს ფარგლებში, ვისაუბრებთ პრიცკერის პრიზის ლაურეანტ არქიტექტორზე – რიჩარდ როჯერსსა და მის საბოლოო პროექტზე. გალერეა, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, არქიტექტორის კარიერაში დასკვნით პროექტს წარმოადგენს.

პროექტი გამოირჩევა მისი ინდივიდუალური ფორმითა და შესრულების მანერით. ერთის მხრივ მარტივი ჩანაფიქრი, რომელიც განპირობებულია 120 კვ.მ. საგამოფენო სივრცით, კონსტრუქციული და არქიტექტურული თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესოა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რკინაბეტონისა და კონსტრუქციული ლითონის განმასხვავებელი ფაქტორები

ბეტონი და ლითონი – ორი მასალა, რომელიც თავისი თვისებებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადია სამშენებლო ბაზარზე. ისინი ისეთი მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორებიცაა: ღირებულება, ცეცხლმედეგობა, მასალის გეომეტრიული მოქნილობა და ა.შ. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს, როგორც ტექნიკურ გადაწყვეტებზე, ისე პროექტის ვიზუალურ მხარეზე. ამ სტატიით, გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომ განვიხილოთ მათ შორის სხვაობები, დადებითი და უარყოფითი მხარეები:

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რა არის მნიშვნელოვანი დახურული საცურაო აუზის პროექტირებისას?

სასტუმროებში განთავსებული შიდა საცურაო აუზი ყოველთვის ზრდის შენობის ღირებულებას და ხშირად, ზამთრის ცივ დღეებში, სწორედ აუზი არის ხოლმე დამსვენებლების რაოდენობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამ ტიპის საცურაო სივრცის პროექტირებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წყლის აორთქლებით გამოყოფილი, დიდი ოდენობით ქლორი და მარილია. პროექტირების საწყის ეტაპზევე, ამ საკითხის არ გათვალისწინებამ და საინჟინრო ნაწილში დაშვებულმა შეცდომამ, შესაძლოა დააზიანოს შენობის შიდა სტრუქტურა და საცურაო სივრცეში არსებული ჰაერის ხარისხი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

სახლი ძველ თბილისში – აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, teamtwo-ს კონსტრუქტორების გუნდის მიერ შესრულებულ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს.

კომპანია ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმა მეფე სოლომოს ბრძენის ქუჩაზე, 33 ნომერში არსებული სახლის რეაბილიტაცია. კონსერვაციის მეთოდების და პრინციპების დაცვით, შესრულდა კონსტრუქციული პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც იყო, არქიტექტურული და საინჟინრო ავთენტურობის შენარჩუნება.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა?

უძრავი ქონების დეველოპერებისთვის, შენობის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების შერჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტირების ადრეულ ეტაპზევე, არქიტექტორთან ერთად საინჟინრო ჯგუფის ჩართვით, მიღებული სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის დადებითად აისახება პროექტის განვითარებაზე და შემდგომ, შენობის ექსპლუატაციაზე. დღეს ვისაუბრებთ კომერციული შენობებისთვის რეკომენდირებულ სავენტილაციო სისტემაზე – რეკუპერატორზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შენობის გათბობის და ვენტილაციის წლიური დანახარჯის შემცირება.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად?

თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს და გეგმავთ პროექტის განხორციელებას, აუცილებლად მოგიწევთ ადგილობრივ მუციპალიტეტთან კომუნიკაცია.

ეს პროცესი ბევრისთვის გაურკვევლი და რთული გზაა, რადგან სასურველი შედეგის მისაღებად, ისეთი დეტალებია გასათვალისწინებელი, როგორიც არის ტერიტორიის ზონის და მიწის ფუნქციური დანიშნულების თანხვედრა, შენობის გაბარიტული მონაცემები და სხვა. რეგულაციების დაცვის გარეშე კი ნებართვა არ გაიცემა.

Read More