რა არის აპარტოტელი და რატომ ირჩევენ მას დეველოპერები?

აპარტოტელი სასტუმროს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც სრულად კეთილმოწყობილ და აღჭურვილ აპარტამენტებს აერთიანებს. ისინი ხშირად საცხოვრებლად გამოიყენება და გრძელვადიანი ვადით გაქირავებისთვისაა განკუთვნილი.

ღირებულების მიხედვით, შესაძლოა, აპარტამენტებს ისევე ემსახურებოდეს სასტუმროს პერსონალი, როგორც ეს ჩვეულებრივ სასტუმროს ოთახებში ხდება. მაშინ რით განსხვავდება აპარტამენტი სასტუმროს ოთახისგან?

  • აპარტოტელი გვთავაზობს საკუთარ სამზარეულოს, მეტ სივრცეს და უფრო კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს, ვიდრე სტანდარტული სასტუმრო.

  • აპარტოტელის ოთახების ხანგრძლივი ვადით ქირაობა ბევრად იაფი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმროს ნომრის ქირაობა.

  • აპარტოტელები ხშირად გამოიყენება საქმიანი მოგზაურობისთვის, იგივე ბიზნეს ტურიზმის დროს.

  • აპარტოტელი ასევე შესაფერისია გრძელვადიანი ცხოვრებისთვისაც, მაშინ, როცა საკუთარ სახლში რემონტია ან სულაც სხვა ქალაქში რამდენიმე თვით გადასვლისას.

აპარტოტელის ტიპის საცხოვრებელზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში. სექტორის მზარდი პოპულარობით დიდი ხანია, გამოირჩევა ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია. რაც შეეხება ევროპას, მსგავსი ტიპის სასტუმროების ზრდა ბოლო ათწლეულში მკვეთრად შეინიშნება.

2018 წლის მონაცემებით, ევროპულ ბაზარზე აპარტოტელების რაოდენობით დიდი ბრიტანეთი (30%) და გერმანია (25%) ლიდერობდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ აპარტოტელების პოპულარობა პანდემიის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, დეველოპერებისთვის აპარტოტელებში ინვესტირება ბევრად უფრო მოგებიანი გახდა. ამასთანავე, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელთა გამოც აპარტოტელებში ინვესტირება თავისთავად ღირს, ესენია:

  • აპარტოტელის ოთახები, როგორც წესი, ხანგრძლივი ვადით ქირავდება, რაც ფიქსირებულ და გარანტირებულ შემოსავალს უზრუნველყოფს, ჩვეულებრივი სასტუმროს ნომრები კი, შესაძლოა, ყოველდღიურად არ გაქირავდეს.

  • დეველოპერები ხშირად აპარტოტელის პროექტებს, თავიანთი პორტფელის გამრავალფეროვნებისთვის ირჩევენ.

  • აპარტოტელები სტანდარტული სასტუმროსგან განსხვავებით, დეველოპერებისთვის ნაკლებ რისკიანი ინვესტიციაა. რადგან მათი ადვილად გაყიდვაა შესაძლებელი.

 აპარტოტელების პოპულარობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. დეველოპერები კი ზემოხსენებული მიზეზების გამო აქტიურად ცდილობენ, ინვესტიცია ამ ტიპის სასტუმროებში ჩადონ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი პროექტირების ყველა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურ დროში მოვამზადოთ პროექტის კონცეფცია, სანებართვო და სამშენებლო დოკუმენტაცია.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

რა უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს სამზარეულოს პროექტირებისას ?

Next
Next

ინოვაციური ფასადის მქონე შენობა იაპონიაში – Toyo Ito & Associates-ის ნამუშევარი