nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებულ კონკურსში teamtwo-მ მეორე ადგილი დაიკავა

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში ჩვენი გუნდის მიერ შექმნილმა პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა.

კონკურსის ფარგლებში არქიტექტურულ სტუდიებს ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის შექმნა დაევალათ. ამ სივრცეს ბუნებრივად უნდა შეეკრიბა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები – დასვენების, გართობის, შოპინგის ან შემეცნების მსურველი ვიზიტორები.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია!

როგორც უკვე გიამბეთ, 28 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდა, სადაც სასტუმროების ნომინაციაში ვიღებდით მონაწილეობას პროექტით „მანინო უწერა“. კონკურსი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

teamtwo-ს კონსტრუქტორთა გუნდი – გამოცდილება და შიდა სტრუქტურა

როგორც უკვე იცით ჩვენმა საპროექტო ჯგუფმა დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებზეც დაიწყო მუშაობა. ბოლო პერიოდში კომპანიაში კონსტრუქტორების გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, გუნდის მთავარი კონსტრუქტორები teamtwo-ში მისი დაფუძნების დღიდან მუშაობენ და მათ ერთად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აერთიანებთ.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

სიახლე: სტრუქტურული ინჟინერია როგორც დამოუკიდებელი მომსახურეობა | teamtwo-ს სერვისები და გამოცდილება

როგორც უკვე იცით, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროექტირებისთვის საჭირო სამი ძირითადი, ერთმანეთის მომიჯნავე სპეციალისტებით: არქიტექტორები, კონსტრუქტორები და საიჟინრო კომუნიკაციების ინჟინრები. ჩვენი კომპანია პროექტირების ყველა ეტაპს ერთ სივრცეში უყრის თავს და დამკვეთს სრულ მომსახურებას სთავაზობს.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

როგორი იყო პროექტირების და ფიქრის პროცესი ლისის კომერციულ შენობაზე მუშაობისას?

საპროექტო არეალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი, ერთი მხრივ, ნუცუბიძის დასახლებას ეკვრის, მეორე მხრივ, ახლოს არის ლისის ტბასთან და აქ არსებულ სარეკრეაციო სივრცესთან. გუნდის დავალება კომერციული შენობის დაპროექტება იყო, რომელიც მოემსახურებოდა როგორც არსებულ, ასევე მომავალში გაშენებულ უბანს. დავალების მიხედვით, შენობაში უნდა ყოფილიყო ოფისები, კომერციული ფართები, კვების ობიექტები, ინდივიდუალური სასაწყობე სივრცეები, სატრენაჟორო დარბაზი და აუზი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო  კონკურსში იღებს მონაწილეობას

ჩვენ უკვე არაერთი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდირებული თუ ლოკალური სასტუმროების პროექტებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში.

28 ოქტომბერს თბილისში ერთ-ერთი ასეთი კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდება. ღონისძიება უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება, რომლის წევრიც არის teamtwo – Architects & Engineers.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ხელოვნურად შექმნილი კუნძული ნიუ-იორკში – Heatherwick Studio-ს ნამუშევარი

ნიუ იორკში, ქვემო უესტ-საიდის სანაპიროზე, 2021 წელს არქიტექტურულმა სტუდია Heatherwick Studio-მ ხელოვნური კუნძული შექმნა, რომელსაც სხვაგვარად პატარა ოაზისსაც უწოდებენ.

11000 კვ.მ ფართობის კუნძული ათეულობით სკულპტურულ ფორმას/ბურჯს აერთიანებს, რომლებიც ერთიანობაში საჯარო პარკს ქმნიან. აღნიშნული კუნძული, ბოძებით სრულად წყალში დგას და ხმელეთიდან პარკამდე მისვლა საფეხმავლო ხიდითაა შესაძლებელი.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ისტორიული შენობები იტალიაში

იტალიაში, კერძოდ, სოპრაბოლზანოში, 2021 წელს გამაჯანსაღებელი ფუნქციის სასტუმრო გაიხსნა. ეს არის ერთგვარი კომპლექსი, რომელიც უძველესი სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა და ბეღლის შენობებისგან შედგება. სწორედ მათი წარსულიდან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდია noa*-მ გადაწყვიტა, სამივე შენობისთვის, ერთი და დამახასიათებელი არქიტექტურული ჩარჩო მოერგო.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

უძრავი ქონების სადეველოპერო პოტენციალის კვლევა და სწორად განვითარებული პროექტი

საქართველოში დაახლოებით 2000-მდე საპროექტო კომპანიაა, რომლებიც წელიწადში 10 000-მდე ახალ პროექტზე მუშაობენ. თუმცა, მიუხედავად დიდი პრაქტიკისა, პროექტის კონცეფციის შექმნის პროცესში უამრავი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევის მიზეზი არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) დისციპლინების ცალ-ცალკე მუშაობაა, რომლის დროსაც პროექტის თანხვედრის კონტროლი რთულდება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც რისკებს, ისე სამშენებლო ხარჯებს და პროექტი არარენტაბელური ხდება.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

რადისონი რაჭაში –  თანამედროვე სასტუმრო ძველ, ბალნეოლოგიურ შენობაში

სულ მალე რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, უწერაში, Radisson Individuals–ი გაიხსნება. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი სასტუმრო ძველ, თითქმის ფუნქციადაკარგულ კურორტს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და უწერაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

თანამედროვე ექსტერიერისა და ორიგინალური ინტერიერის მქონე შენობა ჩილეში

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ორ შენობას შორის, ცაში არსებულ აუზზე „Sky Pool“ გიამბეთ. ახლა კი, გვსურს, 2021 წელს ჩილეში, კერძოდ კი, კონცეფსიონში, არქიტექტურული სტუდია Pezo von Ellrichshausen-ის მიერ შექმნილ INES-ის ინოვაციურ ცენტრზე მოგიყვეთ.

ეს არის შენობა, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი სრულიად განსხვავდება – ყველასთვის მოულოდნელია, თუ როგორი საინტერესო და თამამი ინტერიერი იმალება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული კედლების მიღმა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 3: წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალი

სტატიების სერიაში „განახლებული საკურორტო ზონები“ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბახმაროსა და აბასთუმნის განვითარების სტრატეგიებსა და მიზნებზე. ახლა კი, სერიის დასკვნით, მესამე ნაწილში საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, წყალტუბოზე უნდა გიამბოთ.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

Sky Pool – ცაში ცურვის სრულიად ახალი გამოცდილება

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში მიმოვიხილავთ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც ორიგინალური სტრუქტურული გადაწყვეტებით ხასიათდებიან. წინა სტატიაში ჩიკაგოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენობაზე, ჰენკოკის ცენტრზე გიამბეთ.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ბრენდირებული სასტუმროები ქალაქის ისტორიულ შენობებში

#სასტუმროების რუბრიკაში ბრენდირებული სასტუმროების ირგვლივ უკვე არაერთი თემა მიმოვიხილეთ; მათ შორის, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ ხდება სასტუმროსთვის ადგილის შერჩევა წინასწარი კვლევის საფუძველზე.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 2: ბახმაროს განვითარების გეგმა

საქართველოს ბუნება კურორტული ზონებით საკმაოდ მდიდარია. თუმცა, მათგან ბევრია ისეთი ადგილი, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებენ. ხშირად კი, სწორედ მსგავსი ზონები ხდება უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ინტერესის საგანი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ შანსი, სხვადასხვა ტიპის კომერციული პროექტით აითვისონ მსგავსი ტერიტორიები.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ჰენკოკის ცენტრი – ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩიკაგოს არქიტექტურაში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკს მიღმა – ასე უწოდებდნენ 1970 წელს აშენებულ ჯონ ჰენკოკის ცენტრს, რომელიც დღესდღეობით ჩიკაგოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ასსართულიანი ჰენკოკის ცენტრის პროექტი კი არქიტექტორ ბრიუს გრეემსა და სტრუქტურულ ინჟინერს, ფაზლურ ხანს ეკუთვნის.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

ანახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 1: როგორია დაბა აბასთუმნის განვითარების გეგმა?

აქართველოს გამორჩეული კურორტები არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ახალი გენერალური გეგმით სარგებლობენ. ამ საკითხმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტეთ, ამ თემის ირგვლივ სტატიების ერთგვარი სერია გაგვეკეთებინა. თხრობას ერთ-ერთი უძველესი კურორტით, აბასთუმნით ვიწყებთ.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

აკუსტიკური სამუშაოები პროექტირების პროცესში

ფუნქციიდან გამომდინარე, კონკრეტული შენობა კონკრეტულ აკუსტიკურ მახასიათებლებს საჭიროებს. როგორც წესი, აკუსტიკური სამუშაოები ყველაზე მეტად იმ კომერციულ სივრცეებს სჭირდებათ, რომლებიც ან ხმაურიან გარემოში მდებარეობენ, ან შიდა ხმაურის მაღალი რისკებით ხასიათდებიან.

პროექტის ამ კომპონენტს ჩვენ, როგორც საპროექტო კომპანია, ყოველთვის ვითვალისწინებთ, რაშიც ჩვენი პარტნიორი კომპანია Akustiko გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Ibis Kutaisi, რომლის პროექტირების სრულ პროცესზე ჩვენმა გუნდმა Akustiko-სთან ერთად იმუშავა. სასტუმრო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და მას განსაკუთრებული აკუსტიკური და საიზოლაციო მოპირკეთება დასჭირდა.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

სასტუმროს რომელი ბრენდები შენდება აღმოსავლეთ ევროპაში?

ცოტა ხნის წინ უკვე გიამბეთ იმაზე, თუ როგორია ზოგადად ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში.

ევროპის 22 ქვეყანაში ჯამურად 146,616 სასტუმროა, საიდანაც საერთაშორისო ფრენჩაიზების მიერ ბრენდირებულია 13%, ანუ 18575 სასტუმრო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც ხშირია ბრენდები, რომლებიც ევროპაში მრავლად გვხვდება. სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნებოდა, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სასტუმროების ბაზარზე გვესაუბრა, რომლებიც ქართული ბაზრის მსგავსი დინამიკით ხასიათდებიან.

Read More
nutsa nadareishvili nutsa nadareishvili

სახანძრო უსაფრთხოება მაღალსართულიან შენობებში

სახანძრო უსაფრთხოება ნებისმიერი შენობისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და მის ყველა დეტალს ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ ერთობლიობა, იგივე 41-ე დადგენილება არეგულირებს.

Read More