რა ეტაპებს მოიცავს პროექტის ბრენდთან შეთანხმება ?

სასტუმროების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბეთ ფრენჩაიზინგის თანამშრომლობის სპეციფიკისა და ქვე-ბრენდების კლასიფიკაციის შესახებ.

ზოგადად, ფრენჩაიზთან ურთიერთობა სხვადასხვანაირ შეთანხმებას მოიცავს და მათგან ერთ-ერთი ტიპი პროექტირების განვითარების ეტაპების შეთანხმებაა. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა და, თავის მხრივ, შესრულებული სამუშაოს პროცენტულობასაც ასახავს. მაგალითად, ხშირია ოთხფაზიანი შეთანხმება, რომელიც 0%-25%-50%-100%-იან ეტაპებს მოიცავს.

I ფაზა: – შენობის კონცეფცია (ე.ი 0%):

პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფტუალური მონახაზი და ბრენდირებული სასტუმროს პირველადი იერსახე ბრენდთან  იგზავნება.

II ფაზა: პროექტის 30%-ზე განვითარება:

შეთანხმების მეორე ფაზა აერთიანებს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, კონსტრუქციული ინჟინერია და საინჟინრო კომუნიკაციები. ეს ფაზა, როგორც წესი, მოიცავს შენობის გეგმარებას, სართულების, სახურავის, ოთახების გეგმებს. ასევე, შენობისთვის საჭირო ავეჯისა და სხვადასხვა მოწყობილობის განლაგების გეგმებს.

III ფაზა: პროექტის 60%-ზე განვითარება:

ამ ფაზაში პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ბრენდთან ბოლო დეტალები თანხმდება. ეს დეტალები მოიცავს მეორე ფაზაში განხილული გეგმების დასრულებასა და გარე სივრცის კეთილმოწყობას (მაგ: საირიგაციო და ლანდშაფტის გეგმები); ასევე, მესამე ეტაპზე შენობის გარე ფასადებს ექცევა ყურადღება, თანხმდება ისეთი დეტალები, როგორებიცაა კარების და ფანჯრების სპეციფიკაციები, იქმნება ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის კონტროლის სისტემა და ა.შ

IV ფაზა: პროექტის 100%-ზე განვითარება:

პროექტირების ბოლო ფაზა ფრენჩაიზ კომპანიისთვის პროექტის დასრულებული სახით წარდგენას გულისხმობს. ამ ეტაპზე მანამდე განხილული გეგმები 100%-ითაა შესრულებული.

ფაზების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროექტში მონაწილე საპროექტო კომპანიას, რომელიც კარგად ფლობს ბრენდის სტანდარტებს. ამ მიმართულებით ჩვენს საპროექტო ჯგუფს დიდი გამოცდილება აქვს. თუ ბრენდირებული სასტუმროს დეველოპმენტზე ფიქრობთ, მზად ვართ, ჩავერთოთ პროექტირების პროცესში და შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გავმართოთ პროექტი.


შოთა საგანელიძე
უფროსი არქიტექტორი

Previous
Previous

როგორია ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში?

Next
Next

არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სირთულეები