როგორია ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპულ ბაზარზე ბრენდირებული სასტუმროების პოპულარობა მკვეთრად იზრდება. დღესდღეობით ფრენჩაიზებს ევროპული ბაზრის სასტუმროების 40% აქვთ ათვისებული მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-15%-ს შეადგენდა.

ამერიკაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრენდირებული სასტუმროების წილი ბაზარზე უცვლელია და ის 70%-ს შეადგენს. რატომ განსხვავდებიან ევროპული და ამერიკული ბაზრების მაჩვენებლები?

აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა დამოუკიდებელი ქვეყნების ნაკრებია, სადაც სასტუმროს ოპერატორებს, ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა რეგულაციის დაცვა უწევთ. სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია რეგიონში ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის განვითარების შენელება. თუმცა, დღეს უკვე ნათელია, რომ ევროპული ბაზრის განვითარების ტენდენცია, უმეტესწილად, საშუალო კლასის ბრენდირებულ სასტუმროებზე მოდის. ეს ფაქტი ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს ისეთი ცნობილი ბრენდების მაგალითზე, როგორებიცაა: Accor, Hilton და Marriott.

დღესდღეობით, ევროპაში ყველაზე მეტად შემდეგი ფრენჩაიზ კომპანიები გვხვდება: Accor, Choice, EasyHotel, Hilton, Hyatt, IHG, Louvre, Marriot, Melia, Radisson, Wyndham. ისინი ბაზარს შემდეგნაირად ინაწილებენ:

კვლევის თანახმად, დღესდღეობით ევროპულ ბაზარზე Accor, IHG და Marriot უპირობო ლიდერები არიან, მათ მერე კი შემდეგი საერთაშორისო ბრენდები მოდიან: Radisson, Wyndham, Hilton…

საინტერესოა, რომ 2014 წლიდან დღემდე Accor-ისთვის ფრენჩაიზ ქონების წილი 37%-დან 48%-მდე გაიზარდა, ჰილტონისთვის – 32%-დან 51%-მდე. ისეთი კომპანიაც კი, როგორიცაა Hyatt, რომელსაც ისტორიულად ფრენჩაიზი ევროპაში არასდროს ჰქონია, ახლა უკვე რამდენიმე სასტუმროთია წარმოდგენილი.

ხშირად, ფრენჩაიზ კომპანიასთან თანამშრომლობა ორი ძირითადი სცენარით ვითარდება – სასტუმროს მფლობელი ფრენჩაიზ კომპანიისგან ყიდულობს მხოლოდ სასტუმროს ბრენდის სახელს და მიყვება სასტუმროს დიზაინის დამახასიათებელ რეგულაციებს ან/და ამასთან ერთად, სასტუმროს მფლობელი სასტუმროს მართვის და ოპერაციების ნაწილშიც ფრენჩაიზთან თანამშრომლობს.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ევროპულ ბაზარზე სწორედ ამ ორი თანამშრომლობის პროპორციას აღწერს:

ევროპაში ბრენდირებული სასტუმროების ზრდასთან ერთად, ფრენჩაიზები აქტიურად ითვისებენ ქართულ ბაზარსაც. ქვეყანაში დიდი ხანია, ოპერირებენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Marriott, Accor, Hilton, Radisson, Wyndham და ა.შ

ამ ტენდენციის ზრდიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ teamtwo-ს გუნდს მსგავსი მიმართულებით არაერთხელ უმუშავია და მომავალშიც მზად ვართ, ბრენდირებული სასტუმროების პროექტირების პროცესში ჩავერთოთ და შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით გავმართოთ პროექტი.


შოთა საგანელიძე
უფროსი არქიტექტორი

Previous
Previous

Scoonchip – მცურავი სახლებისგან შექმნილი მინი ქალაქი

Next
Next

რა ეტაპებს მოიცავს პროექტის ბრენდთან შეთანხმება ?