Scoonchip – მცურავი სახლებისგან შექმნილი მინი ქალაქი

დაახლოებით 12 წლის წინ არქიტექტურულმა კომპანია Space&Matter-მა ამსტერდამში, იოჰან ვან ჰასელტის არხზე პატარა ქალაქი ააგო. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ფრონტმუმ მარჯან დე ბლოკის ოცნება აასრულა, რომელსაც სურდა, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელ სახლში ეცხოვრა და გარშემო საყვარელი ადამიანები ჰყოლოდა.

პროექტმა 46 საცხოვრებელი სახლი გააერთიანა. ეს სახლები 30 წყლის ნაკვეთზეა განთავსებული და ჯამურად აქ 100-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ Schoonschip-ში ორმოცდაექვსივე სახლი უნიკალურია, ვინაიდან თითოეულმა ოჯახმა თავად აირჩია არქიტექტორი. შედეგად ეს პროექტი, სრულიად განსხვავებული იდენტობითა და თვითგამოხატვით ხასიათდება.

პროექტის მთავარი ღირებულება მისი ეკოლოგიური მახასიათებლებია. Schoonschip კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე აქტუალური საკითხების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მაცხოვრებლები იზიარებენ ყველაფერს, ელექტრო მანქანებიდან და სატვირთო ველოსიპედებიდან დაწყებული, ენერგიამდე, რომელსაც შენობები მზის პანელებით გამოიმუშავებენ.

თავის მხრივ, Schoonschip-ის მზის პანელები ჭკვიან ქსელთანაა დაკავშირებული, სადაც მოსახლეობას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით. ენერგიით ვაჭრობა შეუძლია.

Schoonschip-ის მდგრადი მახასიათებლები კი ამგვარია:

  • 100%-ით განახლებადი სითბო და ცხელი წყლით მომარაგება;

  • 100%-ით განახლებადი ელექტროენერგია;

  • ჩამდინარე წყლებისა და ორგანული ნარჩენების 100%-ით დამუშავება;

  • 100%-ით თვითკმარი წყალი;

  • საკვები ნივთიერებების 60-80%-ით აღდგენა;

  • ბოსტნეულის და ხილის 60-70%-ით წარმოება ადგილობრივად აღდგენილი ნუტრიენტებით და ა.შ

რაც შეეხება თავად სახლებს, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ისინი ნავსადგურში ნავების პრინციპით არიან განლაგებული და წყალზე ტივტივებენ. შესაბამისად, რაიმე ტიპის წყალს შიდა კონსტრუქცია Schoonschip-ისთვის არ გამხდარა საჭირო.

ხის მოპირკეთებიდან დაწყებული თანამედროვე, ასიმეტრიული სახურავებით დამთავრებული, მცურავი სახლები არქიტექტურული სტილისა და კრეატიული მოპირკეთების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

სახლები, ძირითადად, ორი ან სამი სართულისგან შედგებიან და მათ უმეტესობას დახრილი სახურავი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ შენობები წყალზე დგანან, აქ არქიტექტორები ყველაზე დიდ მნიშვნელობას ბალანსს აქცევდნენ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ პროექტში წყალზე სახლების დაბალანსებულად დგომას ორი ფაქტორი განაპირობებს: მათივე წყალქვეშა, რკინაბეტონის მძიმე კონსტრუქცია და წყალს ზევით მყოფი, მსუბუქი ლითონის კონსტრუქცია. ეს სიმძიმე და სიმსუბუქე იწვევს კონტრ-ბალანსს, რაც სახლებს ეხმარება, სწორად იდგნენ წყალზე.

Schoonschip-ის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა და დღეს ის თანამედროვე არქიტექტურისა და მდგრადი მსოფლმხედველობის ნაზავს წარმოადგენს.

წყარო: https://schoonschipamsterdam.org/en/ 


გიორგი ცინცაბაძე
CSE

Previous
Previous

როგორ უნდა განვითარდეს სასტუმროს პროექტი? 

Next
Next

როგორია ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში?