როგორ უნდა განვითარდეს სასტუმროს პროექტი? 

ხშრად სასტუმროს დეველოპერები პროექტის გააზრებას მხოლოდ არქიტექტორთან ერთად იწყებენ, რამაც პროექტი, შესაძლოა, არასწორი გზით განავითაროს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

დეველოპერს სურს, ააშენოს ბრენდირებული ან არაბრენდირებული სასტუმრო. მას დაახლოებით წარმოუდგენია შენობის მოცულობა, ნომრების რაოდენობა, მისი ფუნქციური მახასიათებლები და ა.შ. შესაძლოა, დეველოპერს გამოცდილი არქიტექტორი უწევდეს კონსულტაციას, რომელმაც დამკვეთის მოთხოვნებიდან და პროექტის ლოკაციიდან გამომდინარე, დეველოპერს, შეიძლება, კონკრეტული ბრენდიც კი ურჩიოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ პროექტის შემსრულებლის გამოცდილება არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, დეველოპერს აუცილებლად სჭირდება სასტუმროების ე.წ. მართვის კომპანია, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის დამკვეთის სურვილებს და შესაბამისად შეაფასებს პროექტის პოტენციალს.

რა მისია აკისრია მართვის კომპანიას?

მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი პარტნიორი კომპანია Cordeal, რომელიც სასტუმროების დაგეგმარებასა და მართვაზე სპეციალიზდება. კომპანიის გამოცდილი გუნდი ბაზრის კვლევისა და გაანალიზების საფუძველზე  დეველოპერს პროექტის მოგებიანობის/სარგებლიანობის მაქსიმალური სიზუსტით შეფასებაში ეხმარება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამკვეთის სურვილებისა და შესაძლებლობების გააზრება, ასევე ბაზრის პოტენციალთან შესაბამისობაში მოყვანა, სხვაგვარად ბიზნეს გეგმადაც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. აღნიშნული გეგმა კი, მეტწილად, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას (Feasibility Study) ეფუძნება.

კვლევის შედეგად, Cordeal დეველოპერს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდის, რაც მას ბრენდის დონის და კატეგორიის განსაზღვრაში ეხმარება. მაგალითად:

  • კონკრეტული ადგილის კვლევის მიხედვით შეიძლება, დადგინდეს, რა ტიპის სამიზნე აუდიტორია ეყოლება სასტუმროს;

  • რა დატვირთულობით შეიძლება იმუშაოს სასტუმრომ;

  • რამდენად სტრატეგიული იქნება ეს ადგილი ეკონომიური, საშუალო, მაღალი თუ უმაღლესი კლასის ბრენდისთვის;

ხაზგასასმელია ისიც, რომ ბრენდირებული სასტუმროების დეველოპმენტისას, ფრენჩაიზი აუცილებლად მოთხოვს დეველოპერს მსგავს კვლევას, იმისათვის, რომ კონკრეტულ ბრენდზე მოთხოვნა დასაბუთდეს.

როდის ერთვება საპროექტო კომპანია?

საპროექტო კომპანია, ფაქტობრივად, მართვის კომპანიასთან ერთად, საწყის ეტაპზევე შეიძლება, იყოს ჩართული. ხოლო კვლევის შედეგი კი საპროექტო ჯგუფისთვის, პროექტის ტექნიკური დავალებაა, რომელიც აღწერს შენობის ზომას, ნომრების რაოდენობას, ფუნქციურ მახასიათებლებს და ა.შ.

აქვე გეტყვით, რომ teamtwo-ს უკვე არაერთხელ უმუშავია ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სასტუმროებზე. Cordeal-თან პარტნიორობით კი, დეველოპერებს კომბინირებულ პროდუქტს ვთავაზობთ, რაც სასტუმროს ასაშენებლად საჭირო კონსულტაცებსა და პროექტის შესაბამისი სტანდარტების/რეგულაციების გათვალისწინებით გამართვას მოიაზრებს.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

პროექტირების გამოწვევები ისტორიულ უბნებში

Next
Next

Scoonchip – მცურავი სახლებისგან შექმნილი მინი ქალაქი