teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური (Feasibility) კვლევა

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არის სამშენებლო ტერიტორიის და მასზე განაშენიანების ანალიზი, მისი საუკეთესოდ გამოყენების დასადგენად. პროექტის მასშტაბიდან და სპეციფიკაციიან გამომდინარე, კვლევის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს პროექტში მონაწილე თითქმის ყველა სპეციალისტი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და ა.შ.

რა ინფორმაციას შეიცავს კვლევა?

კვლევაში განიხილება პროექტის ყველა ის გარემო ფაქტორი რაც მისი განხორციელების შემდეგ, მის წარმატებული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

  • ნაკვეთის / შენობის, სამშენებლო შესაძლებლობები და შეზღუდვები.
  • სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა.
  • ლოკაციის ტოპოგრაფიული კვლევა.
  • პროექტის ეკოლოგიური გავლენა გარემოზე.
  • პროექტის გავლენა საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობაზე.
  • ეკონომიკური და კულტურული გავლენა პროექტის მიმდებარე ტერიტორიებზე.
  • შენობის კონცეფციის პირველადი მონახაზი.
  • პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დადებითი მხარეები

  • მკაფიოდ ყალიბდება პროექტის დანიშნეულება და მიზანი.
  • პროექტში ჩართულ ყველა სპეციალისტი ორიენტურებულია საერთო შედეგზე.
  • იკვეთება პროექტის განხორციელების გზები.
  • მინიმუმამდე მცირდება გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკები.
  • დგინდება ადამიანური რესურსის რაოდენობა და კვალიფიკაციის ხარისხი.
  • ანალიზდება ბაზრის კონკურენტუნარიანობა.
  • იკვეთება სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები.
  • მზადდება ლოჯისტიკური და ტაქტიკური გეგმა.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის უარყოფითი მხარეები

  • ანალიზს შეიძლება გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს, რაც თავის მხრივ აისახება პროექტის დაწყების და დასრულების ვადებზე.
  • ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, როგორც დამატებითი ფაზა, ყოველთვის ზრდის პროექტის ბიუჯეტს.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური იგივე „Feasibility“ კვლევა შეიძლება რთულ პროცესად მოგეჩვენოთ, თუმცა კვლევის საბოლოო დასკვნა, როგორც პროექტის პირველადი დოკუმენტი საგრძნობლად ამარტივებს პროცექტის განვითარებას და ხელს უწყობს მის ექსპლუატაციაში დროულად შესვლას.

თუ გაინტერესებთ, თქვენი პროექტის ფარგლებში, რა არის საჭირო კველვის ჩასატარებლად, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ შესაბამისი ეტაპების გავლაში.

  დაგვიკავშირდით
თინა შენგელია
არქიტექტორი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37