პროექტირების გამოწვევები ისტორიულ უბნებში

#საპროექტორეგულაციების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბე იმ სირთულეების შესახებ, რაც არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას სდევს თან.

ეს სირთულეები კი, ძირითადად, მოიცავს: კოეფიციენტების შეზღუდვას, დაშენების/მიშენების საფრთხეებს, შენობის ადაპტირებასა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ისტორიული უბნის რომელიმე უკვე არსებულ შენობაში გვსურს პროექტის განხორციელება, მაგალითად, ძველ თბილისში. თუმცა, მიუხედავად საკმაო სირთულეებისა, ძველ თბილისში პროექტის განხორციელებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად: ეს უბანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ადვილად მისადგომია. ასევე, ძველი თბილისი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველია.

 

ისტორიულ შენობაში პროექტის განხორციელებას შემდეგი სირთულეები ახლავს თან:

  • დამატებითი კვლევები – მიუხედავად იმისა, რომ პროექტირების დაწყებამდე ნებისმიერი არსებული შენობის დეტალურ-ინსტრუმენტული კვლევა აუცილებელია, ისტორიულ უბანში ისტორიული ღირებულების მქონე შენობისთვის დამატებითი, ისტორიული კვლევები ხდება საჭირო.

საერთო იერსახე – შესაძლოა, ერთ კონკრეტულ შენობას არ ჰქონდეს ისტორიული ძეგლის სტატუსი, თუმცა, მომიჯნავედ ამ სტატუსის მქონე შენობა იდგეს. გარე იერსახეს კი ვერ შეცვლი ისე, რომ კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი.

  • ლოჯისტიკის საკითხი – შესაძლოა, პროექტი დამტკიცდეს, თუმცა, მშენებლობის პროცესი ვიწრო ქუჩების გამო შეფერხებით წარიმართოს.

  • მომიჯნავე შენობები – გამომდინარე იქიდან, რომ ძველ თბილისში სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა დაპროექტებული, ხშირად მომიჯნავე შენობების მდგომარეობაც შესასწავლია და მშენებლობის ორგანიზების პროექტი ამ სახლების გათვალისწინებითაც უნდა გაკეთდეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ისტორიულ უბანში პროექტი არამხოლოდ მერიასთან, არამედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთანაც თანხმდება, რომელიც პროექტს დეტალურად განიხილავს.

რომ შევაჯამოთ, ძველ თბილისში კომერციული მიზნისთვის არსებული შენობის რესტავრირებას თავისთავად აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ პროექტირებას აქ გაცილებით ბევრი სირთულე სდევს თან, ვიდრე სხვა უბნებში. თუმცა, დეველოპერები ამ ყველაფრის მიუხედავად, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაინც იღებენ ხოლმე ისტორიულ ადგილებში პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას.

 აქვე შეგახსენებ, რომ კვლევების მიხედვით, teamtwo-ში გაძლიერება/გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადება შეგვიძლია. ასევე, როგორც კონსტრუქციულ, ისე არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილში ჩართვა პროექტის სამშენებლო და სანებართვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

ინოვაციური ფასადის მქონე შენობა იაპონიაში – Toyo Ito & Associates-ის ნამუშევარი

Next
Next

როგორ უნდა განვითარდეს სასტუმროს პროექტი?