კომერციული მიზნებისთვის დეველოპერები ხშირად უკვე არსებულ შენობაში ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას. არსებულის შენარჩუნება, ერთი შეხედვით, მართლაც უკეთესად ჟღერს, ვიდრე დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ეს არის ცუდი არჩევანი.
უკვე არსებულ შენობას მაინც აქვს რამდენიმე დადებითი მხარე:
- მშენებლობის თანხის დაზოგვა – ლოგიკურია, რომ არსებული შენობის გადაკეთება გაცილებით ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის აშენება.
- მშენებლობის დროის დაზოგვა – როგორც წესი, არსებული შენობის შეცვლას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ახლის აშენებას.
- მშენებლობის ნებართვის მიღება – ახლის აშენების და ძველის აღდგენის დროს მშენებლობის ნებართვის მიღებას ერთი და იგივე დრო სჭირდება. თუმცა, როცა არსებული შენობის განახლებაზეა საუბარი, ნებართვის მიღების პროცესი შეიძლება, ნაკლებად შეფერხდეს.
თუმცა, არსებული შენობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი უარყოფითი მხარე აქვს, მაგალითად:
- გეგმარების შეცვლა – შენობის გეგმარების გადაკეთება შეიძლება, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. თანაც, სასტუმროს, რესტორანს ან სხვა ტიპის კომერციულ ფართებს სპეციფიკური გეგმარება სჭირდებათ. სრულიად შესაძლებელია, არსებული შენობა მას საერთოდ ვერ მოერგოს.