როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა?

როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა?

უძრავი ქონების დეველოპერებისთვის, შენობის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების შერჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტირების ადრეულ ეტაპზევე, არქიტექტორთან ერთად საინჟინრო ჯგუფის ჩართვით, მიღებული სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის დადებითად აისახება პროექტის განვითარებაზე და შემდგომ, შენობის ექსპლუატაციაზე. დღეს ვისაუბრებთ კომერციული შენობებისთვის რეკომენდირებულ სავენტილაციო სისტემაზე – რეკუპერატორზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შენობის გათბობის და ვენტილაციის წლიური დანახარჯის შემცირება.

როგორ მუშაობს რეკუპერატორი?

ზამთარში, ჰაერის ვენტილაციის დროს, შენობაში არსებული თბილი ჰაერის გარეთ გადინებისას, რეკუპერატორი ჰაერის თბილ ენერგიას გამოყოფს და მოახმარს შემომავალი, გრილი ჰაერის მასას. იგი ჰაერს მიმართავს ორი ცალკეული მიმართულებით:

  1. ცივი ჰაერი გამოიდევნება შენობიდან, ტრადიციული გამონაბოლქვი სისტემების მეშვეობით.

  2. ცხელი ჰაერი მიემართება მიწოდების არხებში, ანუ გათბობის სისტემაში.

ჰაერის მიმოცვლის პროცესში, დაგროვილი, არსებული სითბო არ ტოვებს სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის მოძრაობა არ განაპირობეს ტემპერატურის ცვალებადობას. განსხვავებით ტრადიციული გათბობის სისტემისგან, რომელიც სივრცის მხოლოდ სასურველი ტემპერატურით გათბობას უზრუნველყოფს.

რეკუპერატორით მიღებული ენერგოეფექტურობა ნიშნავს შემცირებულ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯს. შესაბამისად ამ გზით ნაკლებად ბინძურდება გარემო და გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად იზოგება ბიუჯეტი. გათბობისა და ვენტილაციის სისტემებში, რეკუპერატორის მუშაობის ეფექტურობა, განსაზღვრულია 80%-დან 93%-მდე.

იმისათვის, რომ სისტემის მართვა მარტივი და კომფორტული იყოს, რეკუპერატორის თანამედროვე ვერსიების მართვა მობილური აპლიკაციითაც შესაძლებელია:

  1. დაარეგულირებთ ტემპერატურას შენობაში;

  2. გაიგებთ შენობაში არსებული ჰაერის ხარისხის მაჩვენებელს, თუ რამდენად სუფთა ან დაბინძურებულია;

  3. კვამლისა თუ ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევებში, მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.

ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიზანია დამკვეთს შესთავაზოს კომფორტული და სწრაფი მომსახურეობა. ამისათვის ჩვენი ინჟინრები, არქიტექოტრებთან და კონსტრუქტორებთან ერთად, პროექტირების საწყის ეტაპზევე ერთვებიან პროცესში, რომ ეფექტურად განსაზღვრონ და სწორად დაგეგმონ შენობის სხვადასხვა საინჟინრო კომპონენტები. თუ გეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

სახლი ძველ თბილისში – აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

Next
Next

რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად?