სახლი ძველ თბილისში – აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, teamtwo-ს კონსტრუქტორების გუნდის მიერ შესრულებულ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს.

კომპანია ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმა მეფე სოლომოს ბრძენის ქუჩაზე, 33 ნომერში არსებული სახლის რეაბილიტაცია. კონსერვაციის მეთოდების და პრინციპების დაცვით, შესრულდა კონსტრუქციული პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც იყო, არქიტექტურული და საინჟინრო ავთენტურობის შენარჩუნება.

შენობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, საჭირო იყო მისი კონსტრუქციული გამაგრება. ჩვენი გუნდის, მთავარი გამოწვევა იყო, მიეღო ისეთი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, რომ შენობის პირვანდელი სტრუქტურული ჩანაფიქრი ფუნდამენტურად არ შეცვლილიყო, რაც შენობას კიდევ უფრო მეტად შეუნარჩუნებდა პირვანდელ სახეს და ავთენტურობას.

ICOMOS (International Scientific Committee for Analysis and Restoration of Structures of Architectural Heritage) რეკომენდაციების, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო ტექნიკური რეგლამენტების, ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის და სეისმომედეგობის შეფასების ევროპული ნორმების, სეისმური მიკროდარაიონების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეფასდა შენობის მდგრადობა და განხორციელდა საპროექტო სამუშაოები.

პროექტის წარმატებით დასრულების შედეგად, შემუშავდა ახალი სტანდარტები და შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც ხელს უწყობს პროქტის ისეთი აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც არ დააზიანებს და შეცვლის შენობის ნაგებობის სტრუქტურას და იერსახეს.

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხმგებლოა, ქალაქის იერსახის აღდგენის სამუშაოებში ჩართულობა. ყოველთვის მოხარულები ვართ, გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Previous
Previous

რა არის მნიშვნელოვანი დახურული საცურაო აუზის პროექტირებისას?

Next
Next

როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა?