რა არის მნიშვნელოვანი დახურული საცურაო აუზის პროექტირებისას?

სასტუმროებში განთავსებული შიდა საცურაო აუზი ყოველთვის ზრდის შენობის ღირებულებას და ხშირად, ზამთრის ცივ დღეებში, სწორედ აუზი არის ხოლმე დამსვენებლების რაოდენობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამ ტიპის საცურაო სივრცის პროექტირებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წყლის აორთქლებით გამოყოფილი, დიდი ოდენობით ქლორი და მარილია. პროექტირების საწყის ეტაპზევე, ამ საკითხის არ გათვალისწინებამ და საინჟინრო ნაწილში დაშვებულმა შეცდომამ, შესაძლოა დააზიანოს შენობის შიდა სტრუქტურა და საცურაო სივრცეში არსებული ჰაერის ხარისხი.

იმისათვის, რომ აუზზე შენარჩუნდეს საჭირო მიკრო კლიმატი, საინჟინრო ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს პოტენციურად წარმოქმნილი მაღალი ტენიანობა. ამ დროს, ჰაერი ივსება მიკრონაწილაკებით, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ობის წარმოქმნას, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ზედაპირების დაჟანგვა, სტრუქტურული საყრდენებისა და ბევრი სხვა კოსმეტიკური დეტალის დაზიანება. ამ არასასურველი შედეგის თავიდან აცილება, ორი ძირითადი გზით შეიძლება:

  • მუდმივად ცვალებადი ტემპერატურა: საცურაო სივრცეში არსებული ტემპერატურა მუდმივად უნდა იცვლებოდეს. ცივი ჰაერი უნდა გრილდებოდეს და ისევ უნდა თბებოდეს. ამ გზით შესაძლებელია ნესტის გაჩენის თავიდან აცილება.

  • მუდმივად განახლებადი ჰაერი: სავენტილაციო სისტემა საცურაო აუზზე არსებულ ჰაერს მუდმივად უნდა ანახლებდეს გარედან შემოტანილი ახალი ჰაერით. ამ შემთხვევაში შემომავალი ჰაერის ტემპერატურა აუზში არსებული წყლის ტემპერატურას უნდა აღემატებოდეს 2-3 გრადუსით.

ტექნიკური თვალსაზრისით, მსგავსი დისკომფორტის ეფექტურად მოგვარება შესაძლებელია თანამედროვე სავენტილაციო სისტემების გამოყენებით, რომლებსაც ზედმეტი სინოტივის მოცილების უნარი და ენერგიის აღდგენის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ეს ფუნქცია, ასევე მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად. სხვადასხვა საინჟინრო გადაყვეტებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა რეკუპერატორული სისტემა, რომლის ეფექტიანობის მაჩვენებლით იდეალურად ერგება შენობაში არსებულ საცურაო აუზებს.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და საუკეთესო შედეგზე. აქედან გამომდინარე, დამკვეთს ყოველთვის ვთავაზობთ სწორ და გრძელვადიან პრესპექტივაში საუკეთესო ალტერნატივებს.


ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი


Previous
Previous

რკინაბეტონისა და კონსტრუქციული ლითონის განმასხვავებელი ფაქტორები

Next
Next

სახლი ძველ თბილისში – აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.