როგორი კლასიფიკაციით იყოფიან სასტუმროების ფრენჩიზები და მათი ბრენდები?

დღესდღეობით, სასტუროს დეველოპერებისთვის ფრენჩაიზინგის მოდელი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან თანამშრომლობის ამ ფორმით დეველოპერი და ფლაგმანი ბრენდის მიმწოდებელი ფრენჩაიზ კომპანიაც დიდ სარგებელს იღებს.

ფრენჩაიზინგის შეთანხმებით განსაზღვრული დროის განმავლობაში კონკრეტულ ობიექტს ეძლევა უფლება, გამოიყენოს მშობელი კომპანიის ბრენდი და ბიზნესმოდელი.  მაგალითად, IHG არის ფრენჩაიზ კომპანია, რომელიც ფრენჩაიზს გასცემს მის ერთ-ერთი ბრენდზე – Holiday Inn-ზე. ეს არის ბიზნესის გაფართოებისა და პროდუქტების/სერვისების დისტრიბუციის ერთგვარი მეთოდი ლიცენზირების ურთიერთობის გზით.

თავის მხრივ, ბრენდსაც ბევრი სარგებელი აქვს, მაგალითად: მშობელი კომპანიის ცნობადობა და კარგი რეპუტაცია მომხმარებლებს ავტომატურად იზიდავს. იგი ძლიერი კომპანიის პორტფელით სარგებლობს, რაც ბრენდის საქმიანობას მეტად სტაბილურს ხდის.

საინტერესოა, რომ ფრენჩაიზ კომპანიების ბრენდები გარკვეული კატეგორიების მიხედვით ხასიათდება. უფრო კონკრეტულად კი, არსებობს როგორც ეკონომიური (Economy), ისე საშუალო (Midscale), საშუალოზე მაღალი (Upper Midscale), მაღალი (Upscale), უმაღლესი (Upper Upscale) და ძვირფასი (Luxury) კლასის ფრენჩაიზები.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ფრენჩაიზ კომპანიების ბრენდების ზემოხსენებული კლასიფიკაცია. აქვე გეტყვით, რომ ეს სასტუმროები ევროპულ ბაზარზე გვხვდება და შესაბამისად, მათი ნაწილი დღესდღეობით საქართველოშიც ოპერირებს.

ბრენდირებულ სასტუმროზე საუბრისას აუცილებელია კარგად განიმარტოს მისი დეველოპმენტის პროცესიც – ამ თემაზე კი შემდეგ სტატიაში დეტალურად გიამბობთ.

 ფრენჩაიზ კომპანიის სასტუმროს პროექტირებისას დიდი მნიშვნელობა ექცევა გამოცდილებას. teamtwo-ს გუნდს მსგავსი მიმართულებით არაერთხელ უმუშავია და მომავალშიც მზად ვართ, ბრენდირებული სასტუმროების პროექტირების პროცესში ჩავერთოთ და შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით გავმართოთ პროექტი.


შოთა საგანელიძე
უფროსი არქიტექტორი

Previous
Previous

ალვარო სიზა ვიეირა

Next
Next

ENSAMBLE STUDIO