ბრენდირებული სასტუმროები და მათი უპირატესობები
საქართველოს ბაზრისთვის სიახლე არ არის ისეთი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმოები როგორიცაა Hilton, Marriott, Sheraton, Radisson და სხვა. თავის მხრივ, ბრენდირებული სასტუმროებიც აფართოებენ წარმომადგენლობით არეალს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასპინძლობენ ქართველ და უცხოელ ტურისტებს.
თუმცა, ბევრი დეველოპერისთვის ჯერ კიდევ უცნობია რა პრინციპით თანამშრომლობს ბრენდი ინვესტორთან და რა უპირატესობა აქვს ბრენდირებულ სასტუმროს.
ფრენჩიზა და ბრენდი
- ყოველი ბრენდი ეკუთვნის ფრენჩიზას, რომელიც დეველოპერს სასტუმროს პროექტირების და ოპერირების სტანდარტებს კარნახობს.
- ფრენჩიზა არის წარმომდგენლობითი სისტემა რომელიც მისი ბრენდით დაინტერესებულ პირს (დეველოპერს) უზიარებს საკუთარი ბრენდის ბიზნეს გეგმას და სტანდარტებს. ხოლო დაინტერესებული პირი ფრენჩიზას უხდის გადასახადს იმისათვის რომ გამოიყენოს ბრენდის სახელი და მიიღოს მხარდაჭერა სასტუმროს პროექტირებასა და ოპერირებაში.
იხილეთ ცნობილი საერთაშორისო ბრენდები და მათი ფრენჩიზები.