ბრენდირებული სასტუმროები ქალაქის ისტორიულ შენობებში

#სასტუმროების რუბრიკაში ბრენდირებული სასტუმროების ირგვლივ უკვე არაერთი თემა მიმოვიხილეთ; მათ შორის, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ ხდება სასტუმროსთვის ადგილის შერჩევა წინასწარი კვლევის საფუძველზე.

ზოგიერთი ფრენჩაიზ კომპანია უკვე არსებული შენობების ათვისებას, ახალი შენობის აშენებას ამჯობინებს ხოლმე; თუმცა, არსებობენ ისეთი ბრენდებიც, რომლებიც უპირატესობას ქალაქის ისტორიულ ან ცენტრალურ უბნებში არსებულ ძველ შენობებს ანიჭებენ. ქვემოთ სწორედ ასეთ სასტუმროებზე უნდა გიამბოთ.

ეს შენობა გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1862 წელს აიგო. Wyndham-ის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო არტ-ნუვოს არქიტექტურის ნათელი მაგალითია, რომელიც დღესდღეობით თანამედროვეობის მოთხოვნებს ზედმიწევნით ითვალისწინებს და აქ დამსვენებლებს შეუძლიათ ისეთი უპირატესობებით ისარგებლონ, როგორებიცაა:  საფირმო სალონი, ლაპ აუზი, ფინური საუნა, ორთქლის ოთახი და ა.შ

The Shelbourne – ავტოგრაფის კოლექცია, ირლანდია

ეს შენობა უკვე 200 წელია, რაც დუბლინს ამშვენებს და ის ნამდვილად გამოირჩევა თავისი ისტორიით. სწორედ აქ შეადგინეს ირლანდიის კონსტიტუცია და ძალიან ხშირად ეს ადგილი ირლანდიელ მწერლებს, მუსიკოსებსა და პოეტებს მასპინძლობდა.

საერთაშორისო ფრენჩაიზ ბრენდმა, მარიოტმა კი, სწორედ ეს შენობა შეარჩია თავისი ახალი სასტუმროს გასახსნელად და დღეს უკვე ის მისი ქვე-ბრენდის, ავტოგრაფის კოლექციის ქვეშ მასპინძლობს დამსვენებლებს.

Kimpton Cardinal Hotel, ჩრდილოეთ კაროლინა

1929 წელს აშენებული ეს ნაგებობა, არტ დეკოს არქიტექტურის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო. ოდესღაც ის თამბაქოს კომპანიას ეკუთვნოდა. თუმცა, IHG-მ გადაწყვიტა, შენობის პირველი ექვსი სართული აეთვისებინა და ეს სასტუმრო თავისი ერთ-ერთი ბრენდის, კიმპტონის სახელწოდების ქვეშ შეიყვანა.

Wyndham Istanbul Old City, თურქეთი

Wyndham Istanbul სტამბულის ცენტრში არსებული სასტუმროა, რომელიც საკმაოდ ძველ, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. 1922 წელს აგებული ეს შენობა, ცნობილი თურქი არქიტექტორის და ეროვნული არქიტექტურის მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მიმარ ქემალედინის ნამუშევარია.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გუნდს არაერთხელ უმუშავია ბრენდირებულ სასტუმროებზე და მომავალშიც მზად ვართ, პროექტირების პროცესში ჩავერთოთ და შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით გავმართოთ პროექტი.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

Sky Pool – ცაში ცურვის სრულიად ახალი გამოცდილება

Next
Next

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 2: ბახმაროს განვითარების გეგმა