ხშრად სასტუმროს დეველოპერები პროექტის გააზრებას მხოლოდ არქიტექტორთან ერთად იწყებენ, რამაც პროექტი, შესაძლოა, არასწორი გზით განავითაროს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:
დეველოპერს სურს, ააშენოს ბრენდირებული ან არაბრენდირებული სასტუმრო. მას დაახლოებით წარმოუდგენია შენობის მოცულობა, ნომრების რაოდენობა, მისი ფუნქციური მახასიათებლები და ა.შ. შესაძლოა, დეველოპერს გამოცდილი არქიტექტორი უწევდეს კონსულტაციას, რომელმაც დამკვეთის მოთხოვნებიდან და პროექტის ლოკაციიდან გამომდინარე, დეველოპერს, შეიძლება, კონკრეტული ბრენდიც კი ურჩიოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ პროექტის შემსრულებლის გამოცდილება არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში, დეველოპერს აუცილებლად სჭირდება სასტუმროების ე.წ. მართვის კომპანია, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის დამკვეთის სურვილებს და შესაბამისად შეაფასებს პროექტის პოტენციალს.