განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 2: ბახმაროს განვითარების გეგმა

საქართველოს ბუნება კურორტული ზონებით საკმაოდ მდიდარია. თუმცა, მათგან ბევრია ისეთი ადგილი, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებენ. ხშირად კი, სწორედ მსგავსი ზონები ხდება უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ინტერესის საგანი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ შანსი, სხვადასხვა ტიპის კომერციული პროექტით აითვისონ მსგავსი ტერიტორიები.

სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ კურორტული ზონების გენერალური გეგმის მიმოხილვის სერიას და თუკი წინა სტატიაში დაბა აბასთუმნის განვითარების მიზნებსა და სტრატეგიებზე გიამბეთ, ამჯერად გურიის გამორჩეულ კურორტზე, ბახმაროზე უნდა გიამბოთ.

მისი განვითარება და კურორტად ჩამოყალიბება მეოცე საუკუნეს უკავშირდება. ხოლო დღეს უკვე  ბახმარო ის ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადგილობრივი დამსვენებელი თუ ტურისტი სტუმრობს.

2016-2017 წელს შემუშავდა კურორტის გენერალური გეგმა და განისაზღვრა ტერიტორიის განვითარების მიზნები და სტრატეგია.ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია ბახმაროს ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს.

გენერალური გეგმით გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში გადაიხედა ნაკვეთების მოწესრიგების განვითარების საკითხიდღესდღეობით ბახმაროში სულ 1183 ნაკვეთია და მათი ფართობების გადანაწილება ასახულია შემდეგ ცხრილში:

რაც შეეხება განაშენიანებას, გენერალური გეგმით არსებული და სამომავლო განაშენიანების საერთო პოტენციალის ანგარიშისთვის განისაზღვრა განაშენიანებისთვის თავსებადი ტერიტორიები, რამაც არსებულ სარეკრეაციო საზღვრებში მოქცეული ფართობის 0.05% შეადგინა, სულ – 60 ჰექტარამდე. ეს ტერიტორიები კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ რუკაზე, სადაც ნაჩვენებია საკურორტო განაშენიანებისთვის თავსებადი არეალები:

როგორც აღმოჩნდა, ბახმაროს არ აქვს დასახლების სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ კურორტზე არსებული შენობა-ნაგებობები ზაფხულში გამოსაყენებელი, ხის მასალისგან აგებული დროებითი საცხოვრებლებია, რომლებიც არაზაფხულის სეზონზე (ერთეული გამონაკლისის გარდა) გამოსაყენებლად გამოუსადეგარია. სწორედ ამიტომ, დაგეგმილია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის განვითარება, რაც მუდმივი მაცხოვრებლების გაჩენასა და უძრავი ქონების განვითარებას გამოიწვევს.

რაც შეეხება ბახმაროს, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიის დაგეგმარების მიზნებს,  კურორტზე იგეგმება სამთო-სათხილამურო და ზოგადად ტურისტული  ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც იქნება მდგრადი და ინტეგრირდება არსებულ ბუნებრივ გარემოში.

კურორტულ ზონებში პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი კომპონენტების გააზრება და მათი გათვალისწინებით მუშაობა. ჩვენი გუნდი სასტუმროების და კომერციული სივრცეების პროექტირებისას, სწორედ ამ დეტალებს აქცევს ყურადღებას და დამკვეთის მოთხოვნებთან მოჰყავს შესაბამისობაში. თუკი ბახმაროში პროექტის განვითარებას გეგმავთ, ჩვენი გუნდი მზად არის, ჩაერთოს პროცესში და დაგეხმაროთ მის განხორციელებაში.


შოთა საგანელიძე
CPO

Previous
Previous

ბრენდირებული სასტუმროები ქალაქის ისტორიულ შენობებში

Next
Next

ჰენკოკის ცენტრი – ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩიკაგოს არქიტექტურაში