teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო  კონკურსში იღებს მონაწილეობას

ჩვენ უკვე არაერთი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდირებული თუ ლოკალური სასტუმროების პროექტებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში.

28 ოქტომბერს თბილისში ერთ-ერთი ასეთი კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდება. ღონისძიება უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება, რომლის წევრიც არის teamtwo – Architects & Engineers.

საკონკურსო პროექტი ბუტიკ-სასტუმრო „მანინო“ უწერაში, ორ ნომინაციაში: „სასტუმროები/აპარტოტელები“ და „ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები“ იქნება წარდგენილი.

აღნიშნული პროექტისთვის თიმთუს გუნდმა მოამზადა არქტიტექტურული კონცეფცია და სამშენებლო დოკუმენტაცია. ასევე იმუშავა მის კონსტრუქციულ და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტზე.

პროექტი რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, უწერაში მდებარეობს და მისი არქიტექტურული კონცეფციაც სწორედ სასტუმროს შემოგარენსა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ეფუძნება.

ღონისძიებაზე მდგრადი პროექტები და არქიტექტურაში ეკო-მეგობრული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები 14 ნომინაციაში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს კი ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად გამოავლენენ სფეროს წამყვანი ექსპერტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით. გამარჯვებულები მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d’Excellence Awards.

მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შანსი, მსგავსი მნიშვნელობის კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც 28 ოქტომბერს რეგიონში პირველად გაიმართება.

გარდა კონკურსისა, Prix d’ Excellence საქმიანი შესაძლებლობების მოძიების კარგი შესაძლებლობაცაა. სწორედ ამიტომ, თუკი ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავთ, დაგვიკავშირდით, რათა შეხვედრა ჩავნიშნოთ.


ირაკლი გოგოხია
CEO

Previous
Previous

როგორი იყო პროექტირების და ფიქრის პროცესი ლისის კომერციულ შენობაზე მუშაობისას?

Next
Next

ხელოვნურად შექმნილი კუნძული ნიუ-იორკში – Heatherwick Studio-ს ნამუშევარი