teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია!

როგორც უკვე გიამბეთ, 28 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდა, სადაც სასტუმროების ნომინაციაში ვიღებდით მონაწილეობას პროექტით „მანინო უწერა“. კონკურსი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა საკონკურსო პროექტმა ბუტიკ-სასტუმრო „მანინო“ უწერაში „სასტუმროები/აპარტოტელები“ კატეგორიაში გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი! გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წლის ივნისში მაიამიში, აშშ გაიმართება.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ FIABCI-Georgia-ს რეგიონში მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარებისთვის. კონკურსის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ფართო ასპარეზზე გაგვეტანა ჩვენი ნაშრომი და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის უკეთ გაგვეცნო.

ღონისძიებაზე მდგრადი პროექტები და არქიტექტურაში ეკო-მეგობრული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები 14 ნომინაციაში იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულები კი ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა გამოავლინეს, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით.

ჩვენი გუნდი უკვე წლებია, აქტიურად მუშაობს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სასტუმროებსა და კომერციული ტიპის პროექტებზე. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, ზემოხსენებულ კონკურსში წარგვედგინა ჩვენი პროექტი.


ირაკლი გოგოხია

CEO

Previous
Previous

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებულ კონკურსში teamtwo-მ მეორე ადგილი დაიკავა

Next
Next

teamtwo-ს კონსტრუქტორთა გუნდი – გამოცდილება და შიდა სტრუქტურა