სიახლე: სტრუქტურული ინჟინერია როგორც დამოუკიდებელი მომსახურეობა | teamtwo-ს სერვისები და გამოცდილება

როგორც უკვე იცით, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროექტირებისთვის საჭირო სამი ძირითადი, ერთმანეთის მომიჯნავე სპეციალისტებით: არქიტექტორები, კონსტრუქტორები და საიჟინრო კომუნიკაციების ინჟინრები. ჩვენი კომპანია პროექტირების ყველა ეტაპს ერთ სივრცეში უყრის თავს და დამკვეთს სრულ მომსახურებას სთავაზობს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე დავიწყეთ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ პროექტებზე მუშაობაც. ეს კი გუნდში კონსტრუქტორების რაოდენობის ზრდამ და სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესახებ დაგროვილმა დეტალურმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, გუნდი ამ ეტაპზე სრულ მზადყოფნაშია, მიმდინარე პროექტების გარდა, დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებშიც ჩაერთოს.

ონსტრუქტორების გუნდს ერთად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის წამყვანი სპეციალისტები 2004 წელს სამშენებლო კომპანია იბერიაში მუშაობდნენ, შემდეგ შექმნეს დამოუკიდებელი საპროექტო კომპანია სახელოსნო #4, რომელიც 2019 წელს teamtwo-ს არქიტექტორების გუნდთან გაერთიანდა და კომპანია ჩამოყალიბლდა როგორც teamtwo – Architects & Engineers. ჩვენი წამყვანი კონსტრუქტორების და გუნდის მუშაობის შესახებ უფრო დეტალურად შემდეგ სტატიაში მოგითხრობთ.

გუნდის გამოცდილება აერთიანებს შემდეგი ტიპის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ პროექტირებებს:

  • ბრენიდრებული და არაბრენდირებული სასტუმროები;

  • მრავალსართულიანი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპექსები;

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

  • ადმინისტრაციული შენობები;

  • სამედიცინო დაწესებულებები;

  • ისტორიული შენობები;

  • საწარმოები და ქარხნები;

  • სასაწყობე შენობები

შესრულებული კონსტრუქციული პროექტები:

რადისონ ინდივიდუალსი უწერაში

ბრენდირებული სასტუმრო ქუთაისში

ბუტიკ სასტუმრო „მანინო“ უწერაში

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი უნივერსიტეტის ქუჩაზე

სამედიცინო დაწესებულება ლუბლიანას ქუჩაზე

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი ბაგებში

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი დოესის ქუჩაზე

კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია ძველ თბილისში

კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია ხევსურეთში

თუკი გაქვთ პროექტი, რომელშიც კონსტრუქტორის ჩართულობა უკვე გჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.


ირაკლი გოგოხია
CEO

Previous
Previous

teamtwo-ს კონსტრუქტორთა გუნდი – გამოცდილება და შიდა სტრუქტურა

Next
Next

როგორი იყო პროექტირების და ფიქრის პროცესი ლისის კომერციულ შენობაზე მუშაობისას?