განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 3: წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალი

სტატიების სერიაში „განახლებული საკურორტო ზონები“ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბახმაროსა და აბასთუმნის განვითარების სტრატეგიებსა და მიზნებზე. ახლა კი, სერიის დასკვნით, მესამე ნაწილში საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, წყალტუბოზე უნდა გიამბოთ.

წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური ქალაქის ისტორია 1953 წლიდან იწყება. წლების წინ ცხრამეტი სასტუმროს კომპლექსი, რომელიც 80 ჰექტარზე ნაწილდებოდა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ქალაქს ქმნიდა.

2021 წელს შემუშავდა წყალტუბოს გენერალური გეგმა, რითიც ტერიტორიის განვითარების მიზნები და სტრატეგია განისაზღვრა.

წყალტუბოს საინვესტიციო შენობები დღესდღეობით 15 სანატორიუმს აერთიანებს. მათ შორის, არის ისეთებიც, რომელთა შენობის გარკვეული ნაწილი დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა, დემონტაჟთან ერთად, ამავე სანატორიუმებისთვის დადგენილია ე.წ ახალი მოცულობის ფართობიც, რაც მიუნიშნებს იმაზე, თუ რა მასშტაბამდეა შესაძლებელი მათი გაფართოება.

იმისთვის, რომ კურორტი აღდგეს, საჭიროა, ზემოთ ჩამოთვლილ შენობებს შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდეს. სწორედ ამიტომ, ეს ნაგებობები მათი დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით 4 კატეგორიად დაიყო, ესენია:

კატეგორია 1 – სრული რესტავრაცია (ინტერიერის მთავარი სივრცეების რესტავრაცია – ლობი, კიბის უჯრედი, დარბაზი და სხვა. ექსტერიერის რესტავრაცია)

კატეგორია 2 – ნაწილობრივი რესტავრაციარეკონსტრუქცია (ინტერიერის დემონტაჟი, ექსტერიერის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია)

კატეგორია 3 – დემონტაჟი/ახალი მშენებლობა იგივე მასშტაბით არსებულ კონტურზე.

კატეგორია 4 – დემონტაჟი / ახალიმშენებლობაგანსხვავებულიმასშტაბით, განსხვავებულკონტურზე.

ამ კატეგორიის მიხედვით შეეძლება ინვესტორს სამუშაო პროცესში იხელმძღვანელოს. თუმცა, დეტალური კონსტრუქციული კვლევების ჩატარების შემდგომ, შესაბამისი კვლევისა და ექსპერტიზის საფუძველზე, მას საშუალება ექნება, კატეგორიის ცვლილების მოთხოვნით შესაბამის ორგანოს მიმართოს.

კურორტულ ზონებში პროექტის განსახორციელებლად ქალაქგეგმარებითი კომპონენტების გააზრება და მათი გათვალისწინებით მუშაობა მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი სასტუმროების და კომერციული სივრცეების პროექტირებისას, სწორედ ამ დეტალებს აქცევს ყურადღებას და დამკვეთის მოთხოვნებთან მოჰყავს შესაბამისობაში. თუკი წყალტუბოში პროექტის განვითარებას გეგმავთ, ჩვენი გუნდი მზად არის, ჩაერთოს პროცესში და დაგეხმაროთ მის განხორციელებაში.


ირაკლი გოგოხია
BDO

Previous
Previous

თანამედროვე ექსტერიერისა და ორიგინალური ინტერიერის მქონე შენობა ჩილეში

Next
Next

Sky Pool – ცაში ცურვის სრულიად ახალი გამოცდილება