ანახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 1: როგორია დაბა აბასთუმნის განვითარების გეგმა?

საქართველოს გამორჩეული კურორტები არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ახალი გენერალური გეგმით სარგებლობენ. ამ საკითხმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტეთ, ამ თემის ირგვლივ სტატიების ერთგვარი სერია გაგვეკეთებინა. თხრობას ერთ-ერთი უძველესი კურორტით, აბასთუმნით ვიწყებთ.

აბასთუმანი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, რომლის ისტორიაც შუა საუკუნეებიდან იწყება. მან განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო, თუმცა კი, ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორებიცაა მინერალური წყლების ტერიტორიის მოწყობა, აბანოების კომპლექსის მშენებლობა, ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბება და სანატორიუმების აგება 1800-იანი წლების დასაწყისიდან 1900-იანი წლების დასაწყისამდე გადაიდგა.

დაახლოებით 2000-იანი წლებიდან აბასთუმანს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ინვესტორების მხრიდან, რაზეც დაბაში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტყველებს.

დღესდღეობით მას უკვე უამრავი ტურისტი სტუმრობს და სწორედ ამიტომ, აბასთუმნის გენერალური გეგმის შემუშავებისას დიდი ყურადღება მიექცა მოსახლეობისა/ტურისტების რაოდენობის ზრდასა და დაბის მდგრად განვითარებას სწორი დაგეგმარების გზით.

დაბა აბასთუმნის 2019 წელს დამტკიცებული გენერალური გეგმით განსაზღვრული განვითარების სტრატეგიული მიზნები მოიცავს მისი, როგორც მრავალპროფილური კურორტის განვითარებას, რომელიც 4-ივე სეზონის განმავლობაში სასურველი სარეკრეაციო ზონა იქნება ვიზიტორებისთვის. ასევე, დივერსიფიცირებული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც ეროვნული პარკის პოტენციალის გამოყენებაა. ასევე, ყურადღება მიექცევა კურორტის სამეცნიერო-კვლევით პოტენციალსაც, რომლის ფარგლებშიც მოხდება ასტროფიზიკური ობსერვატორიის ათვისება და შემუშავდება პროგრამები კონფერენციებისთვის, საზაფხულო სკოლებისა და შემეცნებითი საღამოებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კურორტს 3 ძირითადი თემატური მიმართულება აქვს:

  1. გამაჯანსაღებელი, სარეაბილიტაციო, სარელაქსაციო და სპა – ეს თემა მოიაზრებს ისეთ აქტივობებს, თუნდაც როგორიცაა გოგირდის აბანოებით სარგებლობა, მედიტაცია, იოგა და სხვ.

  2. შემეცნება – ამ თემაში კი ერთიანდება შემდეგნაირი აქტივობები: პლანეტარიუმი, ტური ობსერვატორიაში და ა.შ

  3. მშვიდი და მყუდრო გარემო ოჯახების დასვენებისთვის – კურორტის ეს თემა კი მოიცავს ისტორიული ძეგლების მონახულებას, შოპინგს და ა.შ

რაც შეეხება აბასთუმნის მიწების წილობრივ გადანაწილებას, არასასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა 520-ს შეადგენს, სასოფლო-სამეურნოსი კი – 6. დაურეგისტირებელი აბასთუმანში 317-მდე მიწაა.

საბოლოო ჯამში, მიწები დაბა აბასთუმანში უფრო კონკრეტულად შემდეგნაირად ნაწილდება:

გენერალური გეგმით განსაზღვრული რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:

  • განაშენიანებული ტერიტორიების მაქსიმალურად ათვისებასა და შეჩერებული შენობების განახლება-განვითარებას;

  • აბასთუმნის უძრავი ძეგლებისა და ისტორიული ლანდშაფტის აღდგენას;

  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში ჩართულობასა და თანამონაწილეობას;

  • არქიტექტურულ-გეგმარებით, მხატვრულ-ესთეტიკურ სრულყოფასა და საეკრეაციო ტერიტორიების განვითარებას;

ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს პარკირებაც, რისთვისაც გენერალური გეგმით განსაზღვრული ფართობი 90 000 კვ.მ იქნება. ამ ფართობში შევა მუნიციპალური ტრანსპორტისთვის გამოყოფილი საპარკინგე ზონებიც. ასევე, ეს ზონები მოეწყობა აბასთუმნის სამხრეთ და ჩრდილოეთი საზღვრების სიახლოვეს. საზოგადოებრივი პარკინგი კი დაბის ტერიტორიაზე არ იარსებებს.

კურორტულ ზონებში პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი კომპონენტების გააზრება და მათი გათვალისწინებით მუშაობა. ჩვენი გუნდი სასტუმროების და კომერციული სივრცეების პროექტირებისას, სწორედ ამ დეტალებს აქცევს ყურადღებას და დამკვეთის მოთხოვნებთან მოჰყავს შესაბამისობაში. თუ აბასთუმანში პროექტის განვითარებას გეგმავთ, ჩვენი გუნდი მზად არის, ჩაერთოს პროცესში და დაგეხმაროთ მის განხორციელებაში.


ირაკლი გოგოხია
BDO

Previous
Previous

ჰენკოკის ცენტრი – ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩიკაგოს არქიტექტურაში

Next
Next

აკუსტიკური სამუშაოები პროექტირების პროცესში