teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
ნაკვეთის ზონა და კოეფიციენტები – ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ პროექტის დაწყებამდე.

როდესაც, ფლობთ მიწის ნაკვეთს და გსურთ რაიმეს აშენება, პირველი ნაბიჯი, ტერიტორიის ზონისა და მისი რეგულაციების შესახებ, ინფომრაციის მოპოვებაა. ქალაქის ზონირებას განსაზღვრავს ქალაქის გენერალური გეგმა (გენ-გეგმა), რომლის საშუალებითაც დგინდება ფუნქციური ზონები. თითოეული ზონა აერთიანებს კონკრეტულ ქვეზონებს. გენ-გეგმით განსაზღვრული ზონებია: საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სატრანსპორტო, სარეკრეაციო და ა.შ.

მაგალითისთვის განვიხილოთ საცხოვრებელი ზონა, რომელიც არეგულირებს, ქალაქის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ზომებსა და გაბარიტებს. მისი ქვეზონების ჩამონათვალი შემდეგნაირია:

საცხოვრებელი ზონა 1: სივრცე, რომელიც განკუთვნილია სააგარაკე და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის.

საცხოვრებელი ზონა 2: ზონა, სადაც შევხვდებით, როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას.

საცხოვრებელი ზონა 3: მოიცავს დაბალი ინტესივობის ინდივიდუალურ და საშუალო ინტესივობის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს.

საცხოვრებელი ზონა 4: მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც შევხვდებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. აგრეთვე, დასაშვებია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონიდან, გარკვეული დანიშნულების ობიექტების არსებობა.

საცხოვრებელი ზონები 5 და 6: საშუალო და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონები, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ასევე, დასაშვებია სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სხვადასხვა ფუნქციები.

რაც შეეხება, სპეციალურ ზონალურ ნებართვას, მისი შეთანხმება ხდება არქიტექტურულ საბჭოსთან, ნაკვეთისა და მისი გარშემო ტერიტორიის კვლევის შედეგად.

თითოეულ ზონას გააჩნია თავისი პარამეტრები. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ქალაქის ურბანული ქსელი და ახალი შენობები გარემოსთან შესაბამისობაში აშენდეს, მნიშვნელოვანია იხელმძღვანელოთ წინასწრად განსაზღვრული პარამეტრებით.

ამ პარამეტრების დაცვის გარეშე, მშენებლობის ნებართვის მიღება შეუძლებელია. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, არასწორად ორგანიზებული პროექტი, მერიისგან აუცილებლად მოითხოვს კორექტირებას, რომლის მიხედვითაც მოგიწევთ ნახაზების/პროექტის შეცვლა. შედეგად დეველოპერს, შესაძლოა, დაგეგმილი ბიუჯეტის გადაწერაც კი მოუწიოს.

 

მერიასთან მუშაობის სპეციფიკაციების და წესების ზედმიწევნით არ ცოდნამ, შესაძლოა პროექტის შეთანხმების პროცესი უსასრულოდ გადაავადოს. ამ პროცესის მაქსიმალურად მოკლე დროში და მარტივად შესასრულებლად, საჭიროა გამოცდილი საპროექტო გუნდი. ჩვენი მიზანი, სწორედ დამკვეთისთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაა.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37