სტატიების სერიაში „განახლებული საკურორტო ზონები“ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბახმაროსა და აბასთუმნის განვითარების სტრატეგიებსა და მიზნებზე. ახლა კი, სერიის დასკვნით, მესამე ნაწილში საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, წყალტუბოზე უნდა გიამბოთ.
წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური ქალაქის ისტორია 1953 წლიდან იწყება. წლების წინ ცხრამეტი სასტუმროს კომპლექსი, რომელიც 80 ჰექტარზე ნაწილდებოდა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ქალაქს ქმნიდა.
2021 წელს შემუშავდა წყალტუბოს გენერალური გეგმა, რითიც ტერიტორიის განვითარების მიზნები და სტრატეგია განისაზღვრა.
წყალტუბოს საინვესტიციო შენობები დღესდღეობით 15 სანატორიუმს აერთიანებს. მათ შორის, არის ისეთებიც, რომელთა შენობის გარკვეული ნაწილი დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა, დემონტაჟთან ერთად, ამავე სანატორიუმებისთვის დადგენილია ე.წ ახალი მოცულობის ფართობიც, რაც მიუნიშნებს იმაზე, თუ რა მასშტაბამდეა შესაძლებელი მათი გაფართოება.