teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
სტრუქტურული ინჟინერიის მნიშვნელობა არქიტექტურაში

როგორც წესი ნაგებობაში, კონსტრუქციების ფიზიკური წილი უფრო მეტია, ვიდრე – არქიტექტურული ელემენტების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქიტექტურა კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გარეშე, ფიზიკურად ვერ იარსებებს. კონსტრუქტორების, იგივე სტრუქტურული ინჟინრების როლია, უსაფრთხოების ნორმებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყონ შენობის სიმყარე და მედეგობა.

არქიტექტორებისა და სტრუქტურული ინჟინერების კოლაბორაცია, პროექტირების საწყის ეტაპზევე, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. როდესაც ამ ორი პროფესიის ადამიანი, ერთობლივად მუშაობს შენობის ვიზუალურ და სტრუქტურულ მხარეებზე. ამ გზით, არქიტექტორები და კონსტრუქტორები გადაწყვეტილებებს შეთანხმებულად იღებენ, რაც ეფექტურად ანვითარებს პროექტის შესაძლო ნარატივს, ასევე საგრძნობლად ამცირებს პროექტის ვადებსა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

სწორი კოლაბორაცია, გულისხმობს შემდეგის გააზრებას, რომ ორივე სფეროს წარმომადგენელი, თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტის სწორი გზით განვითარებაში.

საქართველოში, ზემოხსენებული პრაქტიკა საკმაოდ ქაოტური და მოუწესრიგებელია. ხშირად, კონსტრუქტორი პროცესში ერთვება მაშინ, როდესაც არქიტექტორს დამკვეთთან შეთანხმებული აქვს შენობა-ნაგებობის გაბარიტები და ესთეტიური იერსახე ან/და საუბარია – მშენებლობის შეთანხმებაზე, გარემოს სიღრმისეული გააზრების გარეშე. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ არქიტექტორს გარკვეული ცოდნა გააჩნდეს, კონსტრუქტორის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. სამუშაო საკმაოდ ბევრ ეტაპს მოიცავს, მაგალითად:

  • კლიმატური პირობების ზემოქმედების გათვალისწინება
  • სეისმოლოგიური ზემოქმედების შეფასება.
  • შენობაზე მოსული სხვადასხვა ტიპის დატვირთვების განსაზღვრა და ანალიტიკური მოდელირება.
  • მასალის მახასიათებლების ასახვა ანალიტიკურ მოდელში.
  • ტოპოგრაფიული კვლევების შესწავლა.
  • გეოლოგიური კვლევების შედეგების ანალიზი.

როდესაც, პროექტში გათვალისწინებული არ არის კონსტრუქციული მოთხოვნები, როგორებიცაა: სვეტების, რიგელების ზომები და მათი განთავსების ადგილი, პროექტირების პროცესში სტრუქტურული ინჟინერის გვიან ჩართვამ, შესაძლოა გამოიწვიოს არქიტექტურული პროექტის ცვლილება. მაგალითად, არქ. პროექტში კონსტრუქციული გადაწყვეტების მიღებისას, სიმყარისთვის მნიშვნელოვანი კოლონა, შესაძლოა, აღმოჩნდეს შუა ოთახში, რომელსაც ამ ჩარევის გამო, ფუნქცია უბრალოდ დაეკარგება. მსგავსი შემთხვევები დეველოპერისთვის დიდი დისკომფორტის წარმომქმნელია, როგორც დროის ასევე ბიუჯეტის მხრივ.

იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემური სიტუაციები არ შეიქმნას, teamtwo-ში არსებული არქიტექტორების, ინჟინრების და კონსტრუქტორების გუნდი, პროექტირების პირველივე ეტაპზე, ერთ სივრცეში იყრის თავს. ჩვენი მიზანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ ეფექტური და გამართთული პროექტი, რომელიც ყველა საჭირო ნორმასთან ერთად, დამკვეთის სურვილების შესაბამისად იქნება განვითარებული.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37