საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თანადამფუძნებელი
შოთამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო განათლება არქიტექტურული და ურბანული გეგმარების ფაკულტეტზე და შემდეგ, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ამავე სპეციალობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია AG&P Architects-ში. შემდეგ კი, არქიტექტურული პროექტების მართვაში იყო ჩართული კომპანია Laboratory of Architecture-ში.
2016 წლიდან შოთა საერთაშორისო საპროექტო კომპანია Base 4 International-ის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი გახდა და თბილისში ამერიკული არქიტექტორული კომპანიის ოფისს Base 4 Georgia-ს ხელმძღვანელობდა.
2015 წლიდან შოთა მულტიდისციპლინარული არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული ექსპერიმენტების“ თანადამფუძნებელია, რომელიც იკვლევს ურბანულ გარემოს, ატარებს სემინარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან არქიტექტურულ საკითხზე და ხელს უწყობს არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთანამშრომლობას. 2019 წლიდან შოთა არქიტექტურული კომპანია teamtwo-ს თანადამფუძნებელი და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
გარდა ამისა, შოთა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში და 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურულ გეგმარებასა და სამოქალაქო ინჟინერიას ასწავლის.