teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
შენობის გამოცდა – როგორ იქმნება კონსტრუქციული პროექტი.

როგორც წესი ნაგებობაში, კონსტრუქციების ფიზიკური წილი უფრო მეტია, ვიდრე – არქიტექტურული ელემენტების. კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებისას, კონსტრუქტორებს სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება უწევთ იმისათვის, რომ განსაზღვრონ თუ რა ტიპის დატვირთვა მოდის შენობის სტრუქტურების მედეგობაზე და მათ სიმტკიცეზე.

პირველ რიგში, იგება შენობის ვირტუალური (ანალიტიკური) მოდელი და კონსტრუქციული სქემა, სადაც დატანილია ყველა საჭირო ელემენტი (საძირკველი, სვეტები, გადახურვები). ანალიტიკურ პროგრამაში, აღწერილია სხვადასხვა სტრუქტურული ელემენტების სიხისტეები და გაანგარიშებისთვის საჭირო სხვა პარამეტრები. შენობაზე მოსული დატვირთვები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

  • სტატიკური დატვირთვა – შენობის ნებისმიერი შემადგენელი ელემენტის, მუდმივი დატვირთვა კონსტრუქციაზე.
  • დინამიკური დატვირთვა – გარემო პირობებით გამოწვეული, დროებითი დატვირთვა კონსტრუქციაზე, რომელიც შესაძლოა იყოს ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა: ძლიერი ქარი, მიწისძვრა და ა.შ.

შენობის ვირტუალურ მოდელზე, დატვირთვების მანიპულაციები ხორციელდება სხვადასხვა გარემო პირობების, შესაძლო ზემოქმედების სცენარების მიხედვით. მაგალითად, ქარი, მიწისძვრა და სხვა. ზემოქმედების სცენარების რაოდენობა დამოკიდებულია შენობის ფუნქციაზე, მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ა.შ. მანიპულაციების შედეგების მიხედვით კონსტრუქტორები იწყებენ სამშენებლო მასალების რაოდენობების ოპტიმიზაციას და სასურველი შედეგის მიღებამდე აგრძელებენ შენობის გამძლეობის ტესტირებას.

შედეგად, დამკვეთი იღებს ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ტიპის და რაოდენობის მასალა დაჭირდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის ასაშენებლად.

teamtwo წარმოადგენს არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების გუნდს, რომელიც პროექტირების ყველა ეტაპის ერთ სივრცეში გაერთიანებას გულისხმობს. ჩვენი კონსტრუქტორების გუნდი მზადაა, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37