Self-Storage საქართველოში
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რაში გვჭირდება მსგავსი ტიპის მომსახურეობა საქართველოში, როდესაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გვაქვს ავტოფარეხი. პასუხების ჩამონათვალი მარტივია:
- ყველა საცხოვრებელ კორპუს არ გააჩნია გამოყოფილი ადგილი ავტოფარეხისთვის ან პირადი სათავსოსთვის.
- ავტოფარეხში მოთავსებული ნივთები არ არის დაცული, განსხვავებით მინი სათავსოსგან, სადაც 24 საათიანი დაცვის სისტემა მოქმედებს.
- ავტოფარეხში ტემპერატურის ცვალებადობამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ნივთები.
- ე.წ „გარეჟების“ ადგილას შესაძლებელი გახდება სარეკრიაციო/საჯარო ზონის შექმნა.
ამერიკაში „Self-Storage” კონცეფცია 1981 წელს გაჩნდა და დღემდე არ კარგას აქტუალურობას. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, „European Self Storage Associations“-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპის ტერიტორიაზე 4,831 სათავსოების სივრცეა აღრიცხული. აღსანიშნავია ქართველი დეველოპერების სურვილი, რომ საქართველოშიც გაჩნდეს მსგავსი ტიპის მომსახურეობა და ეზოებში არსებული „გარაჟები“ ჩაანაცვლოს სარეკრიაციო და საჯარო გამოყენების სივრცეებმა.
ჩვენი გუნდი მზად არის საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით დაგეხმაროთ კომერციული, Self Storage პროექტის შექმნაში.