რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დაპროექტებისას?
კვლევის მიხედვით ადამიანები ცხოვრების 90% დახურულ სივრცეში ვატარებთ, აქედან 70% კი საკუთარ სახლში, ამიტომ აუცილებელია იქ თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობდეთ.
ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საკუთარი სახლის ისე დასაპროეტებლად რომ მივიღოთ კომფორტული, პრაქტიკული და ენერგოეფექტური საცხოვრებელი სივრცე.
სახლისა და ეზოს განაწილება
სახლის ნაკვეთზე განთავსებისას უნდა გავითვალისწინოთ მანქანის გასაჩერებელი სივრცე. ყურადღება უნდა მივაქციოთ მანქანიდან სახლამდე მისასვლელი გზის დაგეგმარებას, რათა უამინდობისა თუ ბარგის შემთხვევაში მთელი ეზოს გადაკვეთა არ დაგვჭირდეს.
აქვე გასათვალისწინებელია მყუდრო ეზოს მოწყობა, ინდივიდუალური სახლი ყველაზე დიდი ხიბლი ხომ სწორედ ეზოა. ეზოს სწორად დაგეგმარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც არქიტექტორი ასევე ლანდშაფტის დიზაინერი.