teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
რა უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს სამზარეულოს პროექტირებისას ?

სამზარეულო და საკვები სივრცე სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სასტუმროს პროექტირებისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოეწყობა სამზარეულო და რა იქნება კვების კონცეფცია.

ზოგადად, სასტუმროს კვების კონცეფციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას, ესენია:

  • შენობის ზომა;
  • ფუნქციურად დატვირთული სივრცეების რაოდენობა;
  • შენობის ლოკაცია და მისი მდებარეობა;
  • რეგიონალური და კულტურული გავლენა;
  • ვიზიტორების მიერ სივრცის ათვისების/გამოყენების პოტენციალი;

დამეთანხებით, რომ კვების კონცეფცია ვერ იქნება სრულყოფილი გამართული სამზარეულოს გარეშე. მომსახურე პერსონალის ეფექტური მუშაობისთვის სამზარეულო სპეციალურ დიზაინსა და აღჭურვილობას მოითხოვს. პროექტირებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამზარეულო უნდა აერთიანებდეს 5 მნიშვნელოვან სივრცეს:

  1. საწყობს – სივრცეს, სადაც პროდუქტის მარაგია განთავსებული.
  2. სამრეცხაოს – ადგილს, სადაც პროდუქტი და ინვენტარი ირეცხება.
  3. პროდუქტების გასამზადებელ სივრცეს – სადაც პროდუქტის გამზადება ხდება, შემდგომ კერძის მოსამზადებლად.
  4. საკვების მოსამზადებელი სივრცე– ადგილი, სადაც კერძები მზადდება.
  5. მომსახურების ზონა- სივრცე, საიდანაც კერძი რესტორანში გააქვთ.

 

 

 

 

იმისთვის, რომ ამ ტიპის სამზარეულომ ეფექტურად იმუშაოს, საჭიროა, ზემოთ ჩამოთვლილი სივრცეები სტრატეგიულად იყოს განლაგებული. მაგალითად, კარგი იქნება, თუკი პროდუქტის და ინვენტარის მიმღები და შესანახი ადგილი ერთმანეთის გვერდით იქნება, საწყობთან საკვების გასამზადებელი სივრცე იყოს, ხოლო კერძების მოსამზადებელი სივრცე კი – მომსახურების ზონის გვერდით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამზარეულოს ფართობიც, რომელიც სპეციფიკურად გამოითვლება. კერძოდ, ინდუსტრიის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ სივრცის შემდეგნაირად გამოყოფას: სამზარეულო უნდა იყოს რესტორნისთვის განკუთვნილი მთლიანი სივრცის მინ. 40 პროცენტი; აქედან 30 პროცენტი გამოიყენება სამზარეულოსთვის; ხოლო 10 პროცენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვების მომზადებისთვის, ჭურჭლის რეცხვისთვის, პროდუქტების მიღების, შენახვისა და ორგანიზებისთვის.

საინტერესო საკითხია კულტურული გავლენა კვების კონცეფციაზე, რაც, გარკვეულწილად, მენიუს ლოკაციაზე მორგებას გულისხმობს. როგორც წესი, ბრენდირებული სასტუმროები ცდილობენ, სწორედ რომ ლოკაციის მიხედვით შეადგინონ მენიუ და ადგილობრივი კერძებით გაამდიდრონ ის. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გუნდს არაერთხელ უმუშავია ბრენდირებულ სასტუმროებზე და მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

  დაგვიკავშირდით
შოთა საგანელიძე
CPO
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37