დღეს ვისაუბრებთ სასტუმროს „ჭკვიან” ნომრებზე, იგივე „სასტუმროს ნომრის მართვის სისტემაზე“ (GRMS – Guestroom Management System). ამ ინოვაციური მიდგომით, სასტუმროს ნომერში, ერთის მხრივ, დამსვენებლისათვის სრული კომფორტის შექმნაა შესაძლებელი. ხოლო, მეორეს მხრივ, სასტუმროს დანახარჯების ოპტიმიზაციაა შესაძლებელი. სისტემის მეშვეობით, ოთახის განათების და ტემპერატურის, აუდიო სისტემის, ფარდების/ჟალუზების და ყველა იმ ელექტრო მოწყობილობის მართვაა შესაძლებელი, რომელიც დამსვენებელს სასურველ გარემოს უქმნის.