კომპლექსის ორი მთავარი შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. ერთი შენობა საზოგადოებრივი ზონაა, რომელიც მიმღებისგან, ბისტროსგან, ბარისგან და გამაჯანსაღებელი ზონისგან შედგება, მეორე – კერძო ზონა კი 15 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ნომრები, უმეტესწილად, 35 და 55 კვადრატული მეტრის ფართობებისაა და ისინი არამხოლოდ ზომით, არამედ ავეჯითაც განსხვავდებიან.
ერთი შეხედვით ორი შენობა ერთმანეთისგან განცალკევებით დგას, თუმცა, მათ შორის უხილავი დერეფანი გადის, რომელიც მიწის საფარის ქვეშაა მოქცეული.
შენობების უნიკალურობას ფასადის დინამიური დიზაინი განაპირობებს, რომელიც ისეთი ელემენტებისგან შედგება, როგორებიცაა ნომრებს შორის არსებული დახრილი ტიხრები, მარტივი, ორფრთიანი სახურავები და ტრაპეციის ფორმის ფანჯრები.