როგორია ენერგოეფექტური სახლი?
საცხოვრებელ სახლში ყველაზე მეტ რესურსს ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის სახით გათბობა/გაგრილების სისტემები მოიხმარს. ენერგოეფექტურ სახლში სასურველი ტემპერატურის მიღწევა/შენარჩუნებას 50%-ით ნაკლები რესურსი ჭირდება ვიდრე ტრადიციულად აშენებულ სახლში. ტრადიციული ნაგებობების უმეტეს შემთხვევაში, ენერგიის დაკარგვის ძირითად წყაროს შენობის სტრუქტურა და მასში არსებული ღიობები, ბზარები და ხვრელები წარმოადგენს.
რა გზებით მიიღწევა ენერგოეფექტურობა?
ენერგოეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია როგორც ახალი მშნებლობის ასევე არსებული შენობის შემთხვევაში. მთავარია იზოლირებული იყოს შენობის ის ნაწილები, რომელიც უშუალო შეხებაშია გარემოსთან:
- გარე კედლები
- ფანჯრები
- სახურავი
კედლები
კედლებში გამავალი ენერგიის ნაკადები დაკავშირებულია კედლის მასალის თერმულ წინაღობასთან, რომლის მაღალი სტანდარტი სხვადასხვა გზით მიიღწევა:
- ჩვეულებრივი ბლოკის შემთხვევაში, თბოგამტარობის შესამცირებლად მოწყობილია საიზოლაციო ფენები.
- მაღალი თერმოიზოლაციის მქონე ბლოკის შემთხვევაში თვითონ ბლოკი უზრუნველყოფს თერმულ წინაღობას.
მაღალი თერმოიზოლაციის მქონე ბლოკის ფასი დაახლოებით 3-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ბლოკი თუმცა:
- ის არ საჭიროებს დამატებით საიზოლაციო მასალებს.
- აქვს დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა.
- უფრო მსუბუქია – შესაბამისად იძლევა კონსტრუქციული დანახარჯების შემცირების საშუალებას.
კედლების სწორი იზოლაციით შესაძლებელია გათბობა/გაგრილების დანახარჯების 15–35%-მდე შემცირება.