თანამედროვე არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის (AEC) ინდუსტრია, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული ხდება. ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანიამ, კვლევის თანახმად აჩვენა, რომ ამ პროცესის ამომავალი წერტილი შენობის ინფორმაციული მოდელირება, ანუ იგივე BIM (Building Information Modeling) მიდგომაა.
როგორც ყველა თანამედროვე სიახლისა თუ ინიციატივის განხილვისას, აქაც ჩნდება ისეთი მარტივი კითხვები, როგორიცაა:
- როგორ მუშაობს BIM მიდგომა პრაქტიკაში?
- რატომ ჭირდება არქიტექტორს და ინჟინერს BIM-ით პროექტირება?
- რამდენად მნიშვნელოვანია BIM-ით პროექტირება დეველოპერისთვის (დამკვეთისთვის)?
დღეს გვინდა, ამ კითხვებს გავცეთ პასუხები და განვმარტოთ BIM-ის მნიშვნელობა:
როგორ მუშაობს BIM მიდგომა პრაქტიკაში? – ამ ტექნიკით შესაძლებელი ხდება, პროექტირების პროცესში ჩართული ყველა დისციპლინის პროფესიონალმა (მაგ: არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ინჟინერი, დიზაინერი და ა.შ.) ერთ ვირტუალურ სივრცეში მოიყაროს თავი და შენობის ერთ კონკრეტულ მოდელზე ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუშაოს. მსგავსი სამუშაო პროცესისთვის, საუკეთესო პლათფორმად, Autodesk-ის პროგრამა Revit მიიჩნევა.