teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
როგორ შევარჩიოთ სწორი საპროექტო ჯგუფი?

როგორ იქმნება ეფექტური პროექტი?

საუკეთესო პროექტებს წარმოშობს სრულად ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც იწყება კონცეპტიდან და სრულდება რეალიზებით. უმეტეს შემთხვევაში ეფექტური გუნდური მუშაობა შეუცვლელი ფაქტორია. არქიტექტორები, ინჟინრები და დიზაინერები გუნდში მუშაობენ სრული ჩართულობით. ერთად მიღებული გადაწყვეტილებები კი უზრუნველყოფს მოქნილ და სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს.


თუმცა, არსებობს გამოწვევა

დამკვეთს საკუთარი მოთხოვნების არქიტექტორთან გაზიარებისას არ აქვს შიდა პროცესების დანახვის შესაძლებლობა და შესაბამისად ვერ ითვალისწინებს გუნდური მუშაობის უნივერსალურ მახასიათებლებს. აქედან გამომდინარე, ხშირად სხვადასხვა სპეციალისტთან ინდივიდუალურად გამართული მოლაპარაკება თუ სამუშაო პროცესი იწვევს ისეთ ძირეულ პრობლემებს როგორიცაა:

  • დისციპლინებს შორის კოორდინაციის არ არსებობა;
  • საერთო სტანდარტების მიხედვით სერვისების შეუსრულებლობა;
  • მექანიკური შეცდომით პროექტის ვადების გაზრდის საშიშროება;
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების ზრდა;
  • მშენებლობის გრაფიკის შეცვლა და პროცესის გახანგრძლივება;


რა არის გამოსავალი?

ეს პრობლემები პირდაპირ აისახება პროექტის ვადებზე, რაც დამეთანხმებით, უმთავრესი პრიორიტეტია. არსებობს გამოსავალი რომელსაც არქიტექტურული კომპანიები უნდა იყენებდნენ. ეს არის სერვისების ერთ სივრცეში ორგანიზება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

„BIM Cloud Architecture“ ბოლო წლებში შეიქმნა და საშუალებას აძლევს პროექტში ჩართული ყველა ძირითადი სპეციალისტს: არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებს, სტრუქტურულ ინჟინრებს, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემების ინჟინრებს, შენობის ერთ, საერთო მოდელზე პარალელურ რეჟიმში იმუშაონ. რაც, თავის მხრივ აუმჯობესებს:

  • ნახაზების სტანდარტიზაციას;
  • ინფორმაციის სწრაფ გაცვლას;
  • შეცდომების მინიმუმამდე შემცირებას;
  • პროექტის ყველა ფაზის დროულ შესრულებას;
  • პროექტის საკვანძო საკითხების განხილვის პროცედურებს;

თანამედროვე არქიტექტურული კომპანიების შედეგიანობა ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით არის განპირობებული. ახლა იმაზე მეტია ასაშენებელი ვიდრე წარსულში ვაშენებდით, შესაბამისად პროექტირების ვადები გამოწვევად იქცა. ამ პროცესში დაწინაურებულია კომპანია, რომლის სტრატეგიულ ამოცანასაც ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენს. რაც თავის მხრივ დამკვეთის ფინანსურს სარგებელში კონვერტირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიები რომლებიც ამ სისტემებს იყენებენ, სწრაფი გადაწყვეტილებების წყალობით პანდემიის პირობებშიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების გათვალისწინებით teamtwo-მ დანერგა ახალი სტანდარტი. Revit BIM ტექნოლოგიის გამოყენებითა და ყველა საჭირო სპეციალისტის ერთ სივრცეში გაერთიანებით, პროექტის შესრულების სისწრაფე საქართველოში დანერგილ სტანდარტებთან შედარებით ორჯერ იზრდება. ასევე მინიმალურამდეა დაყვანილი ყოველგვარი უზუსტობა, რაც შემდგომში შეიძლება მშენებლობის ხარისხზე პირდაპირ აისახოს.

saproeqto_jgufi_2

ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისა და ახალი სტანდარტით განხორციელებული მაგალითისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი პროექტები. ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთვაზოთ თქვენს პროექტზე ორინეტირებული გადაწყვეტილებები და გაგიზიაროთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

თუ გაინტერესებთ რამდენად ეფექტურად შეიძლბა განვითარდეს თქვენი პროექტი და რა დრო შეიძლება დაზოგოთ დაგვიკავშირდით. ჩვენ მზად ვართ თქვენი პროექტის ობტიმიზაციისთვის.

  დაგვიკავშირდით
შოთა საგანელიძე
უფროსი არქიტექტორი
shota crop
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37