საზოგადოებრივი სივრცე პანდემიის პირობებში – პარკი
თეთრი საღებავით, ბალახზე მოხაზული 30 წრე და დომინოს პარკში (ნიუ-იორკი, ბრუკლინი) მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სოციალური დისტანციის დაცვას. პარკის ადმინისტრაციამ, წრეების კონცეფცია მას შემდეგ შეიმუშავა, რაც მსოფლიოში კორონა ვირუსი გავრცელდა. ბალახზე, ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად, 2 მეტრის დაშორებით განლაგებული წრეები, უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები ღია სივრცეში, ერთმანეთისგან დაშორებით იმყოფებოდნენ. თითოეული წრის დიამეტრი შეადგენს 2.5 მეტრს, რაც სრულიად საკმარისია, ადამიანების ჯგუფის კომფორტული განთავსებისათვის.