teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
რკინაბეტონისა და კონსტრუქციული ლითონის განმასხვავებელი ფაქტორები

ბეტონი და ლითონი – ორი მასალა, რომელიც თავისი თვისებებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადია სამშენებლო ბაზარზე. ისინი ისეთი მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორებიცაა: ღირებულება, ცეცხლმედეგობა, მასალის გეომეტრიული მოქნილობა და ა.შ. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს, როგორც ტექნიკურ გადაწყვეტებზე, ისე პროექტის ვიზუალურ მხარეზე. ამ სტატიით, გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომ განვიხილოთ მათ შორის სხვაობები, დადებითი და უარყოფითი მხარეები:

ხარჯების და შესრულების ვადების ეფექტურობა

  • ლითონი – სტრუქტურული ფოლადი არ არის ბუნებრივად მოპოვებადი მასალა, შესაბამისად მისი წარმოებისა და დამზადების კომპლექსური პროცესი, დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. თუმცა, ნახაზების მიხედვით წარმოებული ფოლადის გამოყენება, რომელიც მილიმეტრის სიზუსტით არის დამზადებული ქარხანაში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სამშენებლო მოედანზე მშენებლობის პროცესს ამარტივებს და ასწრაფებს.
  • რკინაბეტონი – ბეტონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა. მისი წარმოების პროცესი მსოფლიოში ავტომატიზირებულია, რაც წარმოების დროს და ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს, ლითონთან შედარებით. თუმცა, სამშენებლო მოედანზე საჭიროა ყალიბის დამზადება, შემდგომ ბეტონის ჩასხმა და გარკვეული დროით ლოდინი იმისათვის, რომ მასალამ შეიძინოს სიმტკიცე, რაც მშენებლობის დროს პირიქით – ახანგრძლივებს.

ცეცხლემედეგობა

  • ლითონი – კონსტრუქციული ფოლადი ნაკლებად მდგრადია ხანძრის მიმართ, ვიდრე რკინაბეტონი. მასალა სიმტკიცეს კარგვას 280°C-ზე მეტ ტემპერატურაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მასალის გაბზარვა და სიმყარის დასუსტება. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითად გამოყენებული იქნება ხანძარსაწინააღმდეგო საფარები, ბარიერები, გაგრილების სისტემები და ა.შ, შესაძლებელია ამ მაჩვენებლების შემცირებაც.
  • რკინაბეტონი – ბეტონის შემადგენლობა, განაპირობებს მასალის ინერტულობას და არაალებას, ხოლო მისი სითბოს გადაცემის დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას სივრცეებს შორის. მასალის დამზადებისას გამოყენებული ელემენტებიდან გამომდინარე, ბეტონმა შეიძლება დაკარგოს საკუთარი სიმტკიცე 400°C-დან 600°C-მდე ტემპერატურაზე. კვლევების თანახმად, მსუბუქ ბეტონს აქვს საუკეთესო გამძლეობა ხანძრის დროს, მისი საიზოლაციო თვისებებისა და სითბოს გადაცემის დაბალი სიჩქარის ხარჯზე.

გეომეტრიული ფორმები

  • ლითონი – მოქნილი და დინამიური ფორმის მისაღებად სტრუქრუტული ლითონი, ნახაზების შესაბამისად “იჭრება“ საწარმოში და შემდგომ იწყობა სამშენებლო ტერიტორიაზე, კონკრეტული თანმიმდევრობით. თუ თქვენთვის პრიორიტეტულია თავისუფალი სივრცე, სადაც ნაკლებადაა გამოყენებული საყრდენი სვეტები, ამ დროს ლითონის კონსტრუქცია საუკეთესოა. ვინაიდან, მისი მაღალი სიმტკიცის ხარჯზე, ფოლადით შეიძლება აიგოს გრძელი კონსტრუქცია, რომელსაც სიმყარისთვის ნაკლები რაოდენობის საყრდენი სვეტები დაჭირდება.
  • რკინაბეტონი – რკინაბეტონით სასურველი ფორმის მიღება შედარებით რთული, თუმცა რა თქმა უნდა, შესაძლებელია. პირველ რიგში, სამშენებლო მოედანზე უნდა მოეწყოს ნახაზების შესაბამისი ყალიბი, რომელშიც არმირებული სისტემა და ბეტონი თანმიმდევრულად განთავსდება და საბოოლოდ მიიღებს კონკრეტულ ფორმას. დიდმალიანი გადახურვების მოწყობა რკინაბეტონითაც შესაძლებელია, თუმცა შუალედური სვეტების რაოდენობა შედარებით მეტი იქნება.

საქართველოს ბაზარი

  • ლითონი – მშენებლობაში გამოყენებადი ლითონ-კონსტრუქციები, მეტწილად არის იმპორტირებული, რამაც შესაძლოა გაზარდოს მშენებლობის ვადები და ბიუჯეტი. თუმცა, მასზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
  • ბეტონი – რაც შეეხება ბეტონს, როგორც უკვე ვახსენეთ, მასალა საქართველოში იწარმოება. ბოლო 6 წლის ჭრილში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2020 წელს დაფიქსირდა.

ჩვენი გუნდის კონსტრუქტორები მზად არიან, პროექტირების პირველ ეტაპზევე დაგეხმარონ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც შენობის საბოლოო ხარისხზე პირდაპირ აისახება.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37