იმისათვის, რომ დამკვეთმა მოკლე დროში მოამზადოს შენობის პროექტი და სწრაფად მიიღოს მშნებლობის ნებართვა, საჭიროა შეარჩიოს ისეთი საპროექტო ჯგუფი, რომელიც ტექნიკური ცოდნით და გამოცდილებით უპასუხებს ამ გამოწვევას. სწორედ ასეთ გამოწვევებზეა ორიენტირებული, არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია teamtwo, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ BIM მეთოდოლოგიას და პროექტირებისას ვმუშაობთ Revit-ში.
BIM (Building Information Modeling) არის პროექტირების მეთოდი, როდესაც არქიტექტორი, კონსტრუქტორი და ინჟინერი, შენობის ერთ მოდელზე, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში მუშაობს. პროექტის ამ გზით შესაქმნელად, Autodesk Revit ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროგრამაა. სურათის უფრო დეტალურად წარმოსადგენად, პროცესის რამდენიმე უპირატესობას უნდა გავუსვათ ხაზი:
1. მარტივად ასახვადი ცვლილებები
Autodesk Revit-ში, მოცულობაში დამუშავებული დეტალი, ავტომატურად ისახება დანარჩენ ნახაზებზეც (გეგმა, ჭრილი, ფასადი …). მაშინ, როდესაც Autodesk AutoCad-ში მუშაობის დროს, თითოეული ნახაზის თავიდან დამუშავება ხდება საჭირო (გეგმა, ჭრილი, ფასადი …), რაც დიდ დროს მოითხოვს.
2. გეგმარების და 3D ვიზუალიზაციის ერთდოული დამუშავება:
პროექტირების ნებისმიერ ეტაპზე, 3D მოცულობაში შენობის ვიზუალიზაცია, დამკვეთთან კომუნიკაციას საგრძნობლად ამარტივებს. Autodesk Revit-ში, მოცულობასა და გეგმარებაზე ერთდროულად ვმუშაობთ და თვალს ვადევნებთ ფორმის განვითარებას. რაც 2D გეგმაში იხაზება, საჭირო მონაცემების მითითების შედეგად (მაგ: კედლის სიმაღლის, იატაკის სისქის და ა.შ), ავტომატურად 3D მოდელშიც გადადის. ამ ტექნიკით ხაზვა და პროექტირება, როგორც გუნდისთვის, ასევე პროექტის დამკვეთისთვისაც მომგებიანი და გამარტივებულია.
3. რთული საკვანძო წერტილების მარტივად აღქმა:
Revit-ის საშუალებით, 3D მოდელში, კონსტრუქციული და საინჟინრო რთული კვანძებიც, კი თვალსაჩინო და მარტივად აღსაქმელი ხდება. სათანადოდ/სწორად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამას აქვს ის უპირატესობა, რომელიც სხვადასხვა ელემენტების არასწორი თანაკვეთის დროს, სპეციალისტს ატყობინებს ხარვეზის შესახებ. ამ ფუნქციის მეშვეობით, ყველანაირი ტექნიკური შეცდომის არსებობის შანსი მცირდება და დროულად ხდება მისი გამოსწორება.