teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
რამდენიმე რჩევა ინტერიერის განათებისთვის

რამდენიმე რჩევა ინტერიერის განათებისთვის

პროექტირებისას ერთერთი მნიშვნელოვან ფაქტორს განათების დიზაინის წარმოადგენს, რადგან განათების ოპტიმალური განაწილება საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ან გაზარდოთ სივრცე, შექმნათ მყუდრო ატმოსფერო და შეუქმნათ ადამიანს სასურველი განწყობა.

 

სივრცის გამოყოფა განათებით

სინათლით ზონირებისას მნიშვნელოვანია ავტონომიური განათების წესი – თითოეულ უბანს უნდა ჰქონდეს ოთახის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად განათების საშუალება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სტუდიოს ტიპის საცხოვრებლებში, სადაც სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია მოქცეული.

  • ასეთი დროს ხშირად გამოიყენება განათების ორი წყარო – ერთი სამზარეულოს კუნძულის და მეორე დივანის თავზე, ან სამზარეულოს ზონაში წერტილოვანი განათების და დასვენების ზონაში ჩამოსაკიდი განათების კომბინაცია.
  • კედლის ბრა ხელს შეუწყობს საერთო სივრცის ხაზგასმას და კუთხეების გამოყოფას.
  • მისაღები ოთახისა და სამზარეულოსგან განსხვავებით, საძინებლში მთავარი კრიტერიუმი სიმყუდროვეა, ამიტომ ამ სივრცის სინათლის წყაროებით შევსება არაა რეკომენდირებული. რამოდენიმე ნათურა საწოლთან და ტორშერი უზრუნველყოფს აუცილებელ კომფორტს.
  • პრაქტიკული ხერხია დიმერის გამოყენება, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩამრთველის მარტივი მოძრაობით ვაკონტროლოთ სინათლის ინტესივობა და ოთახის სუსტი სინათლე შევცვალოთ ძლიერი ნათებით.

სანათების განაწილების დონეები:

  1. ჭერის დონე – შესაფერისია ყველა სტილისთვის, ბინის დიზაინისა და ინტერიერის მიუხედავად.

  2. საშუალო დონე – ჩამოსაკიდი ნათურები, რომლებიც იატაკს არ აღწევენ.

  3. ქვედა დონე – იატაკის მინიატურული ნათურები, რომლებიც ოთახს ჰარმონიას მატებს.

4. პანელური – კედლის პანელური და კედლის კარადების განათება.

ნათების სამი ძირითადი სახეობა

  1. თბილი თეთრი: 3000 K -ზე ნაკლები. შეეფერება საცხოვრებელ, საბავშვო, საძინებელ, მისაღებ ოთახებს.
  2. ბუნებრივი თეთრი: 3300-5000 K. ყველაზე ჰარმონიულია დერეფანში ან ოფისში.
  3. ცივი თეთრი: 5000 K-ზე მეტი. გამოდგება სამზარეულოში ან/და სამუშაო ზონის გასანათებლად.

 

თუ გჭირდებათ სივრცის ვიზუალური გაფართოება, უნდა აირჩიოთ ნათურები კაშკაშა შუქით, ხოლო ჭერზე და იატაკზე უნდა გაითვალისწინოთ მასალა ამრეკლავი მახასიათებლებით/ელემენტებით. დიდი ფართობის მქონე ოთახებისთვის უმჯობესია აირჩიოთ წერტილოვანი და LED განათება.

  დაგვიკავშირდით
ნიკა ჟაკობოვი
ელექტრო ინჟინერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37