დადგენილებაში გაწერილია მასალების სახეობები და მათი დაშვებადობა შენობის კონკრეტულ მონაკვეთებში. აქვე გამოყოფილია 10 სხვადასხვა მიზნით დაკავებული ნაგებობის ჯგუფი:
- თავშეყრის
- საქმიანი
- საგანმანათლებლო
- სამრეწველო
- დიდი საფრთხის შემცველი (მაგ.: ფაბრიკა ქარხნები)
- დაწესებულებითი
- სავაჭრო
- საცხოვრებელი
- სასაწყობო
- დამხმარე და სხვადასხვა დანიშნულების
სახანძრო უსაფრთხოების ან საფრთხის მიხედვით თითოეულ ჯგუფზე მიკუთვნებულია შესაბამისი წესები. რეგულირდება მასალები და სისტემები, რომლებიც ზღუდავს ცეცხლის გავრცელებას მოსაზღვრე შენობებისკენ ან შენობებიდან.
როგორ უნდა ადაპტირდეს პროექტი შშმ პირებისათვის?
ბევრი სიახლეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უსაფრთხოებისა და შენობის ნაწილების ხელმისაწვდომობის კუთხითაც. რეგულაციებით მოითხოვება:
- შშმ პირთა ეტლებისა და თანმხლები პირების დასაჯდომებისთვის განკუთვნილი სივრცეებისთვის არსებობს დაკავებულობის დატვირთვის დაანგარიშება.
- ერთზე მეტი მისაწვდომი გასასვლელი საშუალება ეტლებისათვის.
- ნიშნები, რომელიც მიუთითებს გასასვლელებს.
დადგენილება ვრცელია და მთლიანი შენობის უსაფრთხოების სტანდარტებს არეგულირებს. ეს წესები არქიტექტურული კომპანიების ძირითადი საქმიანობის ყველა ეტაპზე მონაწილეობს. შესაბამისად, დამკვეთმა, დეველოპერმა თუ სხვა მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა მოითხოვონ დადგენილების ნორმების მაქსიმალური შესრულება.
41-ე დადგენილება ამერიკული International Building Code-ის ანალოგია. teamtwo-ს გუნდი ამერიკულ ბაზარზე თანამშრომლობს მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton, Hyatt, Moxy, IHG და სხვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის მიერ საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით შექმნილი არქიტექტურა სრულად შესაბამისია უსაფრთხოების რეგულაციებსა და სტანდარტებთან.
თუ გაინტერესებთ 41 დადგენილების რა რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი პროექტი, ჩვენ ზმად ვართ დაგეხმაროთ თანამედროვე სტანდარტების განსაზღვრაში.