I ფაზა: – შენობის კონცეფცია (ე.ი 0%):
პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფტუალური მონახაზი და ბრენდირებული სასტუმროს პირველადი იერსახე ბრენდთან იგზავნება.
II ფაზა: პროექტის 30%-ზე განვითარება:
შეთანხმების მეორე ფაზა აერთიანებს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა: არქიტექტურა, კონსტრუქციული ინჟინერია და საინჟინრო კომუნიკაციები. ეს ფაზა, როგორც წესი, მოიცავს შენობის გეგმარებას, სართულების, სახურავის, ოთახების გეგმებს. ასევე, შენობისთვის საჭირო ავეჯისა და სხვადასხვა მოწყობილობის განლაგების გეგმებს.
III ფაზა: პროექტის 60%-ზე განვითარება:
ამ ფაზაში პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ბრენდთან ბოლო დეტალები თანხმდება. ეს დეტალები მოიცავს მეორე ფაზაში განხილული გეგმების დასრულებასა და გარე სივრცის კეთილმოწყობას (მაგ: საირიგაციო და ლანდშაფტის გეგმები); ასევე, მესამე ეტაპზე შენობის გარე ფასადებს ექცევა ყურადღება, თანხმდება ისეთი დეტალები, როგორებიცაა კარების და ფანჯრების სპეციფიკაციები, იქმნება ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის კონტროლის სისტემა და ა.შ