#საპროექტორეგულაციების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბე იმ სირთულეების შესახებ, რაც არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას სდევს თან.
ეს სირთულეები კი, ძირითადად, მოიცავს: კოეფიციენტების შეზღუდვას, დაშენების/მიშენების საფრთხეებს, შენობის ადაპტირებასა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ისტორიული უბნის რომელიმე უკვე არსებულ შენობაში გვსურს პროექტის განხორციელება, მაგალითად, ძველ თბილისში. თუმცა, მიუხედავად საკმაო სირთულეებისა, ძველ თბილისში პროექტის განხორციელებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად: ეს უბანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ადვილად მისადგომია. ასევე, ძველი თბილისი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველია.
ისტორიულ შენობაში პროექტის განხორციელებას შემდეგი სირთულეები ახლავს თან:
- დამატებითი კვლევები – მიუხედავად იმისა, რომ პროექტირების დაწყებამდე ნებისმიერი არსებული შენობის დეტალურ-ინსტრუმენტული კვლევა აუცილებელია, ისტორიულ უბანში ისტორიული ღირებულების მქონე შენობისთვის დამატებითი, ისტორიული კვლევები ხდება საჭირო.