teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
პროექტი მერიაში – პროექტის შეთანხმება (ნაწილი II)

ჩვენი გუნდი აგრძელებს სტატიების სერიას, რომლითაც გაიგებთ, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად. „გაპი“-ს მოპოვების შემდეგი ეტაპია – „არქიტექტურული პროექტის შეთანხმება“. ამ ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია და ნახაზები უნდა ასახავდეს შენობა-ნაგებობას და მის საბოლოო იერსახეს.

პროექტის კლასობრივი სტატუსიდან გამომდინარე, განისაზღვრება წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კომენტარების მიღების ვადებიც, რომლებიც როგორც წესი, 10-დან 20 სამუშაო დღეს გულისხმობს.

II, III და IV კლასების შენობებისათვის, აუცილებელია, დეტალური არქიტექტურული პროექტის მომზადება, რომლის სტანდარტული სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

საჭიროების შემთხვევაში, სტანდარტულ სიას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა ვალდებულებები:

ასევე, შენობის კლასიდან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოებებში არსებობს სპეციალური პირობები. მაგალითად:

  • თბილისის შემთხვევაში, II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სავარაუდო გამწვანბებისა და დენდროლოგიის პროექტი, არ არის საჭირო.
  • III-IV კლასების შემთხვევაში, აუცილებელია სტანდარტულ სიას დაემატოს, არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასება, რომელიც გულისხმობს საპროექტო ობიექტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან” (41-ე დადგენილება) შესაბამისობის ანალიზს. 

V კლასს განეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რისკის მომატებული ფაქტორით. ამ კლასის ობიექტებისთვის მშნებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. განცხადება თავიდანვე აღნიშნულ სამინისტროსტთან თანხმდება და მერიასთან ნაკლები კავშირი აქვს.

პროექტის შესათანხმებლად, წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. პროექტში აღმოჩენილი ხარვეზების ან/და კითხვების მიხედვით მერიისგან შესაძლოა მიიღოთ გარკვეული ტიპის მითითებები, რომლის გათვალისწინებითაც უნდა დაკორექტირდეს პროექტი და თავიდან გაიგზავნოს შესათანხმებლად.

პროექტის შეთანხმების შემდეგ, შეგიძლიათ, საბოლოო ეტაპზე გადასვლა და მშენებლობის ნებართვის მიღება. სწორედ ამ თემაზე იქნება ჩვენი სერიების მესამე ნაწილი. თქვენ კი, თუ ფლობთ ნაკვეთს, გეგმავთ გარკვეული პროექტის განხორციელებას და გსურთ, რომ მერიასთან კომუნიკაცია კომფორტული გახდეს, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სამივე ეტაპის გავლაში.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37