teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
Nutsa Nadareishvili
ნუცა ნადარეიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი – თანადამფუძნებელი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნუცას საბაკალავრო ნაშრომი საქართველოს არქიტექტურის სკოლის სადიპლომო პროექტებს შორის საუკეთესოდ აღიარეს. ნაშრომს ასევე მიენიჭა “წლის საუკეთესო სტუდენტური პროექტი” ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე “არქიტექტურული ჯილდო 2008”.

განათლების მიღების პროცესი ნუცასთვის ჰოლანდიაში გაგრძელდა, სადაც მან დელფტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულებით მოიპოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ნუცა შეუერთდა როტერდამის არქიტექტურულ ოფისს “HP Architecten”.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს მულტიპროფილური დიზაინის ჯგუფის „ურბანული ექსპერიმენტების“ დაფუძნებასა და მისი სახელის ქვეშ მრავალი კრეატიული პროექტის შექმნას. ჯგუფს უთანამშრომლია ისეთ არქიტექტურულ და ურბანულ ფირმებთან, როგორებიცაა: Stadslab – european urban design laboratory, Topotek 1 Berlin, Raumlabor Berlin, და სხვა.

ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიაში „Base 4 International“ არქიტექტორად და პროექტების მენეჯერად ოთხ წლიანი მუშაობის პარალელურად, მან თანამოაზრეებთან ერთად 2019 წელს დააფუძნა საპროექტო კომპანია teamtwo, სადაც მთავარი არქიტექტორის როლს იკავებს.

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37