მწვანე სახურავი (ინგლ. Green Roof) შენობის გადახურვის გამწვანების მეთოდია. ნაგებობის სახურავზე მონტაჟდება მცენარეებისგან დაფარული მიწის ფენა, რომელიც მოთავსებულია წყალგაუმტარ სისტემაში. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ბრტყელ ან ოდნავ დახრილ სახურავზე.
მწვანე სახურავი (ინგლ. Green Roof) შენობის გადახურვის გამწვანების მეთოდია. ნაგებობის სახურავზე მონტაჟდება მცენარეებისგან დაფარული მიწის ფენა, რომელიც მოთავსებულია წყალგაუმტარ სისტემაში. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ბრტყელ ან ოდნავ დახრილ სახურავზე.
ენერგოეფექტური სარგებელი
მწვანე სახურავების პოპულარობა, არამხოლოდ მისმა ესთეტიურმა მხარემ, არამედ დადებითმა ფუნქციამაც განაპირობა, რაც გამოწვეულია ენერგოეფექტური სარგებლით. სტანდარტული გადახურვისგან განსხვავებით, მწვანე სახურავში არსებული სადრენაჟე სისტემა საიზოლაციო ფენას წარმოადგენს, რომელიც სახლისთვის გასაგრილებელი და გასათბობი ენერგიის დანახარჯებს ამცირებს.
ურბანულ ადგილებში, მწვანე სახურავის ფართო გამოყენებას ეკოლოგიური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი.
სახურავის გამწვანების ტიპები
მწვანე სახურავი იყოფა 3 ძირითად კატეგორიად:
ექსტენსიური მწვანე სახურავი თითქმის არ საჭიროებს ჩაშენებულ სარწყავ სისტემას, მცენარეები დრენაჟში დაგროვილი წვიმის წვეთებით იკვებებიან.
ინტენსიურ და ნახევრად ინტენსიური მწვანე სახურავებისთვის სარწყავი სისტემა აუცილებელია, ვინაიდან წვიმის დროს დაგროვილი წყალი, ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი დიდი მცენარეების მოსარწყავად. ბოლო ორ შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ წყალმა არ დაამძიმოს სახურავი. ამისათვის საჭიროა ეფექტური კონსტრუქციული გადაწყვეტა.
მცენარეების შერჩევა
მცენარეების არჩევის დროს მნიშნველოვანია ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინება. სწორად შერჩეული მწვანე საფარი, რომელიც მარტივად ერგება სახურავზე არსებულ მიკრო-კლიმატს, გარანტი იქნება იმისა, რომ აღარ დაგჭირდეთ დამატებითი სახსრების გაღება ხელმეორედ ნერგის შეძენასა თუ დარგვაში.
ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტური და ესთეტიური პროექტის შექმნა. შესაბამისად, მზად ვართ დაგეხმაროთ.