მოდულარული მშენებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, ყველა სხვა სფეროს მსგავსად სამშენებლო ინდუსტრიაც დიდი გამოწვევების წინაშეა. სამშენებლო მასალები ძვირდება და მშენებლობის ხარჯი იზრდება. სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები გამოსავალს ხშირად მოდულარული კონსტრუქციებით მშენებლობაში ხედავენ.
მოდულარული კონსტრუქცია და შენობა
- მოდულარული კონსტრუქცია არის შენობის ცალკეული ნაწილი, იგივე მოდული (მაგ. საძინებელი ოთახი, სველი წერტილი და ა.შ.), რომელიც მზადდება ქარხანაში.
- დასრულებული მოდული, იფუთება როგორც კონტეინერი და ქარხნიდან იგზავნება სამშენებლო მოედანზე, სადაც იწყობა და გარდაიქმნება ერთიან ნაგებობად.
- მოდულარული შენობა შესაძლებელია იყოს როგორც საცხოვრებელი ფუნქციის, ისე სასტუმრო, საოფისე და სხვა.