შენობა მორგებული უნდა იყოს ყველა ტიპის ადამიანზე. 2021 წლის გაზაფხულზე, დამტკიცდა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის კომფორტულ გადაადგილებას და ეხება ნებისმიერი ტიპის შენობას, იქნება ეს ახალი მშენებლობა, თუ უკვე არსებულის რეკონსტრუქცია.
დღევანდელ სტატიაში გამოვყოფთ რამდენიმე საკითხს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
პანდუსი
- უნივერსალური სტანდარტის მიხედვით, ეტლით მოსარგებლისათვის, პანდუსის დახრა უნდა იყოს ზუსტად 3° (5%) იმისათვის, რომ შშმ პირმა შეძლოს მისი უსაფრთხოდ გამოყენება.
- პანდუსზე შეუფერხებლად გადაადგილებისათვის, მოსაპირკეთებელ მასალას არ უნდა ჰქონდეს პრიალა ზედაპირი.
- პანდუსის თავისუფალი სიგანე უნდა იყოს არაუმცირეს 900 მმ.