მარკეტინგის მენეჯერი – თანადამფუძნებელი
ლუკამ 2009 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელა.
2008 წლიდან ის უკვე აქტიურად ჩაერთო სარეკლამო ინდუსტრიაში და წლების განმავლობაში საკომუნიკაციო სააგენტოებში, მარკეტინგის დეპარტამენტებში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. შედეგად, დღემდე მას 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში. გარდა ამისა, მას აქვს დიდი გამოცდილება B2B სერვისების შემუშავებასა და გავრცელებაში ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე.
ლუკა ასევე ფლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს სერთიფიკატს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
2021 წლიდან ის არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია teamtwo-ს პარტნიორი და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.