teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
Irakli Gogokhia
ირაკლი გოგოხია

ბიზნესის განვითარების მენეჯერი – თანადამფუძნებელი

ირაკლი 2004-2008 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, მშენებლობის კომპიუტერული პროექტირების სისტემების განხრით სწავლობდა. 2019 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

ირაკლის 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადრეული პერიოდიდანვე მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო ინჟინერიას. 2007-2011 წლებში ის სამშენებლო კომპანია „იბერიაში“ კონსტრუქტორად მუშაობდა. შემდეგ კი, მუშაობა გერმანულ კომპანია “ვაინორში” დაიწყო ინჟინრად და აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნების ინგლისურენოვან კლიენტთა მრჩეველად საინჟინრო საკითხებში. 2012-2013 წლებში კომპანია ვაინორში ორჯერ გაიარა გადამზადების კურსი ქალაქ კიოლნში.

2014 წელს ირაკლიმ დააფუძნა კონსტრუქციული კომპანია სახელოსნო N4, სადაც მას დირექტორის პოზიცია ეკავა. 2019 წელს კი ის არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია teamtwo-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი გახდა.

2020 წელს ირაკლიმ გაიარა მენეჯერთა გადამზადების პროგრამა Export-Akademie Baden-Württemberg-ში, გერმანიაში. პროგრამა ჩატარდა სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

დღესდღეობით ირაკლი teamtwo-ში მუშაობის გარდა, პარალელურად ჩართულია ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში, სადაც ის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას იკავებს და ძველი თბილისის სარეაბილიტაციო საქმეებში აქტიურადაა ჩართული.

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37